საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp1 თ. 4 გვ. 28-33
  • რატომ დაშორდნენ დედა და მამა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ დაშორდნენ დედა და მამა?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ შორდებიან მშობლები ერთმანეთს?
  • როგორ უნდა მოიქცე?
  • რისი გაკეთება არ ღირს?
  • იმედით უყურე მომავალს
  • როგორ შევეგუო მშობლების განქორწინებას?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • რა გავაკეთო, როცა მშობლები ჩხუბობენ?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • რატომ ვკამათობთ ყოველთვის?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • ოთხი რამ, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებაზე
    გამოიღვიძეთ! — 2010
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
yp1 თ. 4 გვ. 28-33

თავი 4

რატომ დაშორდნენ დედა და მამა?

„მახსოვს, სახლში ვიყავით, როცა მამამ მე და დედა მიგვატოვა. მაშინ ექვსი წლისა ვიყავი და მაინცდამაინც არ მესმოდა, რა ხდებოდა. იატაკზე ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა გავიგონე, როგორ ქვითინებდა დედა და როგორ ეხვეწებოდა მამას, ნუ წახვალო. მამა კიბეზე ჩამოვიდა, ხელში ჩემოდანი ეჭირა, დაიხარა, მაკოცა და მითხრა, მამას ყოველთვის ეყვარებიო, და წავიდა. მას შემდეგ მამა კარგა ხანი არ მენახა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მეშინია, დედამაც არ მიმატოვოს“ (ილეინი, 19 წლის).

თუ შენი მშობლები დაშორდნენ, შეიძლება გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, და ამ ტრაგედიამ შენს ბედნიერებას წერტილი დაუსვა. სამწუხაროა, მაგრამ მშობლების დაშორებას ხშირად მოჰყვება ემოციების მოზღვავება — სირცხვილის გრძნობა, რისხვა, მწუხარება, მიტოვების შიში, დანაშაულის გრძნობა, დეპრესია, ღრმა დანაკლისის განცდა და შურისძიების სურვილიც კი.

თუ შენი მშობლები ახლახან დასცილდნენ ერთმანეთს და შენში უარყოფითი განცდები მოზღვავებულია, ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ჩვენი შემოქმედის განზრახვის თანახმად, ბავშვი დედას და მამას ერთად უნდა აღეზარდათ (ეფესოელები 6:1—3). სამწუხაროა, რომ დღეს შენ გვერდით აღარ არის მშობელი, რომელიც შეიძლება უზომოდ გიყვარდა. დანიელი, რომლის მშობლებიც მაშინ გაიყარნენ, როდესაც ის შვიდი წლის იყო, იხსენებს: „მამას დიდ პატივს ვცემდი და მინდოდა, ყოველთვის მასთან ვყოფილიყავი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენზე მეურვეობა დედას დაეკისრა“.

რატომ შორდებიან მშობლები ერთმანეთს?

ბავშვებს მშობლები ურთიერთშორის არსებულ პრობლემებს ხშირად უმალავენ, ამიტომ მათი დაშორება ბავშვებისთვის მეხის გავარდნასავით არის ხოლმე. რეიჩელი, რომელიც 15 წლისა იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ, იხსენებს: „გაოგნებული ვიყავი; მეგონა, რომ ყოველთვის უყვარდათ ერთმანეთი“. რომც ხედავდნენ ბავშვები მშობლებს შორის უთანხმოებებს, გაყრა მათთვის მაინც უმძიმესი დარტყმაა.

ხშირად მშობლების გაყრის მიზეზი ღალატია. ამ შემთხვევაში ღმერთი უდანაშაულო მეუღლეს ნებას რთავს, რომ კანონიერად გაეყაროს მოღალატე მეუღლეს და სხვაზე იქორწინოს (მათე 19:9). ზოგჯერ გაყრის მიზეზი ძალადობა ხდება, რასაც თან ახლავს „რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“. დაზარალებული მშობელი იმის შიშით, რომ მის ან მისი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილებას იღებს (ეფესოელები 4:31).

ზოგი ცოლ-ქმარი უმნიშვნელო მიზეზების გამოც შორდება ერთმანეთს. ისინი საკუთარ ეგოიზმს ვერ ერევიან და პრობლემების მოგვარების მაგივრად ერთმანეთს ეყრებიან; ამბობენ, აღარ გვიყვარს ერთმანეთი და აღარ ვართ ბედნიერებიო. ამგვარი გაყრა ღვთისთვის საძულველია (მალაქია 2:16). როგორც იესომ აღნიშნა, ზოგი ოჯახი იმის გამოც დაინგრეოდა, რომ ცოლი ან ქმარი ქრისტიანი გახდებოდა (მათე 10:34—36).

რა მიზეზიც არ უნდა იყოს, თუ გაყრის შესახებ კითხვებს უსვამ მშობლებს, მაგრამ ისინი დუმილს არჩევენ ან ბუნდოვან პასუხებს გცემენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ უყვარხარ. ტკივილით გათანგულებს შეიძლება უჭირდეთ შენთან გაყრაზე ლაპარაკი (იგავები 24:10). შეიძლება იმის აღიარებაც ეუხერხულებოდეთ, რომ ვერ შეძლეს პრობლემების მოგვარება.

როგორ უნდა მოიქცე?

გაარკვიე, ყველაზე მეტად რისი გეშინია. იმის გამო, რომ მშობლების გაყრამ შენი ცხოვრება შეიძლება თავდაყირა დააყენოს, შესაძლოა ისეთ საკითხებზე ფიქრმა დაგიკარგოს მოსვენება, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდი. ამის მიუხედავად, მაინც შეგიძლია მწუხარების შემსუბუქება, თუ ჯერ იმას გაარკვევ, ყველაზე მეტად რა გაშინებს. ქვემოთ ამ ნიშნით ✔ აღნიშნე ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია; და თუ ისეთი რამის გეშინია, რაც აქ არ არის აღნიშნული, შენ თვითონ დაწერე.

□ ვაითუ დედაჩემმაც/მამაჩემმაც მიმატოვოს.

□ ვაითუ თავი ვერ შევინახოთ.

□ მშობლების გაყრა ჩემი ბრალიც არის.

□ ვაითუ მეც დამენგრეს ოჯახი.

□ სხვა ․․․․․

ესაუბრე ვინმეს. მეფე სოლომონმა დაწერა, რომ არის „ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). შეარჩიე შესაფერისი დრო მშობლებთან იმაზე სასაუბროდ, რისიც გეშინია. მათაც იცოდნენ, რატომ წუხხარ ან რატომ ხარ გაურკვევლობაში. შეიძლება მოგიყვნენ, რა ხდება სინამდვილეში და ამან წუხილი შეგიმსუბუქოს. თუ იმ მომენტში მშობლებს არ ექნებათ შენთან საუბრის სურვილი ან ვერ შეძლებენ ამაზე ლაპარაკს, შეგიძლია გული გადაუშალო სანდო მეგობარს. არ მოგერიდოს მასთან მისვლა და დალაპარაკება. იმ ადამიანთან საუბრით, ვინც ყურადღებით მოგისმენს, დიდ შვებას იგრძნობ (იგავები 17:17).

რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლია ესაუბრო „ლოცვების მომსმენს“, შენს ზეციერ მამას (ფსალმუნი 65:2). გადაუშალე გული, რადგან ‘ის ზრუნავს შენზე’ (1 პეტრე 5:7).

რისი გაკეთება არ ღირს?

გულში წყენა არ ჩაიდო. „ჩვენი მშობლები ეგოისტურად იქცეოდნენ, — ამბობს დანიელი. — არც ჩვენზე ფიქრობდნენ და არც ჩვენს მომავალზე“. გასაგებია, რასაც გრძნობდა დანიელი, და შესაძლოა სრულიად მართალიც იყო. მაგრამ შენ როგორ უპასუხებდი ქვემოთ დასმულ კითხვებს? დაწერე შენი პასუხები კითხვების ქვეშ გამოყოფილ ხაზებზე.

რა ზიანს მოუტანდა დანიელს გულში წყენის ჩადება? (წაიკითხე იგავების 29:22) ․․․․․

შეიძლება რთული გასაკეთებელი იყოს, მაგრამ რით იქნება უკეთესი, თუ დაივიწყებს დანიელი მშობლებისგან მიყენებულ ტკივილს (წაიკითხე ეფესოელების 4:31, 32). ․․․․․

როგორ დაეხმარება დანიელს რომაელების 3:23-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ საღი გონებით შეხედოს მშობლების საქციელს? ․․․․․

უწესოდ ნუ მოიქცევი. „მშობლების დაშორების შემდეგ ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული, დეპრესიაში ჩავვარდი“, — იხსენებს დენი. — სკოლაში ათას პრობლემას შევხვდი, შემდეგ კლასშიც ვერ გადავედი. ამის შემდეგ სკოლის მასხარა გავხდი, სულ ვჩხუბობდი.

შენი აზრით, რისი მიღწევა უნდოდა დენის მასხარაობით? ․․․․․

რატომ ჩხუბობდა ხშირად? ․․․․․

თუ მშობლებისთვის სამაგიეროს გადახდა შენი ცუდი საქციელით გინდა, როგორ დაგეხმარებოდა გალატელების 6:7-ში ჩაწერილ პრინციპზე დაფიქრება? ․․․․․

იმედით უყურე მომავალს

ფიზიკური ტრავმის, მაგალითად, მოტეხილი ხელის მოშუშებას შეიძლება კვირები და თვეებიც კი დასჭირდეს. გარკვეული დრო ემოციური ტრავმის მოშუშებასაც სჭირდება. ზოგი ექსპერტის აზრით, გაყრით მიყენებული ტკივილის მოშუშებას უარეს შემთხვევაში შეიძლება სამი წელი დასჭირდეს. მართალია, ეს პერიოდი შეიძლება საუკუნედ მოგეჩვენოს, მაგრამ გახსოვდეს, ვიდრე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, დროა საჭირო.

პირველ რიგში, აღსადგენია გაყრით დარღვეული ყოველდღიური რეჟიმი. გარკვეული დრო შენი მშობლების ემოციური მდგომარეობის გამოსწორებასაც დასჭირდება. მათ შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ შეძლონ შენი დახმარება. თუმცა, როგორც კი შენი ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, თავს უკეთესად იგრძნობ.

წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის 25-ე თავში.

მომდევნო თავში:

ხომ არ განიცდი მამის ან დედის სხვაზე დაქორწინებას? როგორ შეგიძლია გაუმკლავდე უარყოფით გრძნობებს?

საკვანძო ბიბლიური მუხლი

არის განკურნების დრო (ეკლესიასტე 3:3).

რჩევა

თუ შენი მშობლები დაშორდნენ, ერთ-ერთმა ან ალბათ ორივემ დაუშვა შეცდომები. შეეცადე, დაინახო, რა შეცდომები დაუშვეს მათ, რომ თუ მომავალში ოჯახს შექმნი, შენც არ გაიმეორო მათი შეცდომები (იგავები 27:12).

იცოდი, რომ . . . ?

წარუმატებელი ქორწინება მშობლებისგან შვილებს „მემკვიდრეობით“ არ გადაეცემათ.

რა უნდა გავაკეთო

ჩემს წუხილს გავუზიარებ (დაწერე იმ ადამიანის სახელი, რომელთან საუბარსაც შეძლებ) ․․․․․

თუ მინდა, მშობლებს სამაგიერო ჩემი ცუდი საქციელით გადავუხადო, თავის მოთოკვაში დამეხმარება ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ შეიძლება, არ უნდოდეთ მშობლებს შენთან გაყრაზე ლაპარაკი?

● რატომ არის მნიშვნელოვანი, გახსოვდეს, რომ გაყრა გამოიწვია მშობლებს შორის უთანხმოებამ და არა მშობლებსა და შენ შორის უთანხმოებამ?

[ჩანართი 32 გვერდზე]

„დედამ რომ მიგვატოვა, დეპრესიაში ჩავვარდი და ყოველდღე ვტიროდი. მაგრამ ხშირად ვლოცულობდი, თავს ვიქცევდი სხვებისთვის დახმარებით, ძალიან ხშირად ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად ვიყავი. ასე დამეხმარა იეჰოვა ამ ტკივილის გადატანაში“ (ნატალი).

[სურათი 33 გვერდზე]

მშობლების დაშორება ისევე მტკივნეულია, როგორც ხელის მოტეხვა. თავიდან ძალიან გკტივა, მაგრამ იცი, რომ მოგირჩება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება