სამაგალითო ადამიანები — იაკობი
იაკობი და მისი ძმა, ესავი, წლებია არ დალაპარაკებიან ერთმანეთს. ესავს სძულს იაკობი. მართალია, იაკობი არაფერ შუაშია, მაგრამ ის თვითონ იღებს ინიციატივას ურთიერთობის აღსადგენად. იაკობი დათმობაზე მიდის. მისი მიზანი კამათში გამარჯვება არ არის. მას უნდა, რომ ძმას მასზე გული მოუბრუნდეს. მართალია, თავის ძმასთან შესარიგებლად საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს, მაგრამ არც ძმას აიძულებს ბოდიშის მოხდას (დაბადება 25:27—34; 27:30—41; 32:3—22; 33:1—9).
შენ როგორ აგვარებ უთანხმოებას ოჯახის წევრებთან? ზოგჯერ შეიძლება ფიქრობ, რომ შენ ყველაფერში მართალი ხარ, ხოლო შენი და/ძმა ან მშობელი — მტყუანი. ასეთ შემთხვევაში, იაკობის მსგავსად, შენ დგამ პირველ ნაბიჯს ურთიერთობის აღსადგენად თუ მეორე მხარისგან ელოდები ამის გაკეთებას? როდესაც ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა, მზად ხარ, წახვიდე დათმობაზე შერიგების მიზნით? (1 პეტრე 3:8, 9) იაკობმა არ დაუშვა, რომ სიამაყეს მისი ოჯახური კვანძები დაერღვია. მან თავი დაიმდაბლა და ძმასთან ურთიერთობა აღადგინა. შეგიძლია შენც ასე მოიქცე?