რა არის თქვენთვის ბიბლია?
ბრძენი ადამიანების დაწერილი წიგნი?
მითებისა და ლეგენდების კრებული?
ღვთის სიტყვა?
ბიბლიაში წერია:
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).
ბიბლია . . .
გვპასუხობს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე (იგავები 2:1—5).
გვიწევს სანდო ხელმძღვანელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში (ფსალმუნი 119:105).
გვაძლევს მომავლის უტყუარ იმედს (რომაელები 15:4).
შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?
დიახ, რადგან ამის სულ მცირე სამი მიზეზი არსებობს:
გასაოცარი ჰარმონიულობა. ბიბლიას 1600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაახლოებით 40 ადამიანი წერდა. მათი უმეტესობა არ იცნობდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა მთელი წიგნი ურთიერთშეთანხმებულია და მას ერთი მთავარი თემა გასდევს.
დამწერთა გულწრფელობა. ზოგი ისტორიკოსი ერიდება საკუთარი ქვეყნის მარცხის შესახებ საუბარს. მათგან განსხვავებით, ბიბლიის დამწერებმა გულწრფელად აღწერეს როგორც საკუთარი, ისე თავიანთი ერის შეცდომები (2 მატიანე 36:15, 16; ფსალმუნი 51:1—4).
სანდო წინასწარმეტყველებები. ბიბლიამ დაახლოებით 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ძველი ქალაქის, ბაბილონის დაცემა (ესაია 13:17—22). ნაწინასწარმეტყველები იყო არა მარტო ის, თუ როგორ დაეცემოდა ბაბილონი, არამედ ისიც, თუ ვინ დაიპყრობდა მას (ესაია 45:1—3).
ზედმიწევნით შესრულდა არაერთი სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებაც. განა სწორედ ამას არ უნდა მოველოდეთ ღვთის სიტყვისგან?! (2 პეტრე 1:21).
დაფიქრდით:
როგორ შეუძლია ბიბლიას თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება?
ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: ესაიას 48:17, 18 და 2 ტიმოთეს 3:16, 17.