საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yc გაკ. 4 გვ. 10-11
  • მან თავისი მამაც გაახარა და იეჰოვაც

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მან თავისი მამაც გაახარა და იეჰოვაც
  • ასწავლეთ შვილებს
  • მსგავსი მასალა
  • ის ღმერთსაც უყვარდა და მეგობრებსაც
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • იფთახის დაპირება
    ბიბლიური მოთხრობები
  • ერთგულებით ღვთის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • იფთახის აღთქმა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
ასწავლეთ შვილებს
yc გაკ. 4 გვ. 10-11
იფთახი თავის პატარა ქალიშვილთან ატარებს დროს

გაკვეთილი 4

მან თავისი მამაც გაახარა და იეჰოვაც

იფთახი ლოცვით მიმართავს იეჰოვას, მაშინ როცა ისრაელთა ჯარი მტრებს ებრძვის

რას ჰპირდება იფთახი იეჰოვას?

იფთახი ბრძოლიდან სახლში ბრუნდება და თავის ქალიშვილს ეხუტება, რომელიც მას შეეგება

იფთახის ქალიშვილისთვის ადვილი არ იყო, შეესრულებინა მამის დაპირება

ხედავ სურათზე პატარა გოგონას? ~ ეს იფთახის ქალიშვილია. ბიბლია მის სახელს არ გვამცნობს, მაგრამ მასში წერია, რომ მან გული გაუხარა თავის მამა იფთახს და ზეციერ მამა იეჰოვას. მოდი, უკეთ გავიცნოთ იფთახი და მისი ქალიშვილი.

იფთახი კარგი ადამიანი იყო. ის დიდ დროს უთმობდა იმას, რომ თავისი ქალიშვილისთვის იეჰოვას შესახებ ესწავლებინა. იფთახი აგრეთვე ძლიერი პიროვნება და კარგი წინამძღოლი იყო. სწორედ ამიტომ სთხოვეს ისრაელებმა, რომ მტერთან ბრძოლაში მათთვის ეხელმძღვანელა.

იფთახმა, ბრძოლაში გასამარჯვებლად, იეჰოვას ლოცვაში სთხოვა დახმარება. ის იეჰოვას დაჰპირდა, რომ თუ ბრძოლაში გაამარჯვებინებდა, ვინც სახლიდან პირველი გამოეგებებოდა, მას მიუძღვნიდა. ეს ადამიანი თავისი დარჩენილი ცხოვრება ღვთის კარავში იმსახურებდა. კარავი იყო ადგილი, სადაც ხალხი იმ დროს თაყვანს სცემდა ღმერთს. იფთახმა გაიმარჯვა ბრძოლაში. სახლში დაბრუნებისას იცი, ვინ გამოეგება მას პირველი? ~

დიახ, ეს მისი ქალიშვილი იყო! იფთახი ძალიან დანაღვლიანდა, რადგან ერთადერთი შვილი მისგან შორს უნდა ყოფილიყო. მაგრამ, არ დაგავიწყდეს, რომ მან პირობა მისცა იეჰოვას. იფთახის ქალიშვილი მამას მაშინვე დათანხმდა და უთხრა: „მამა, შეასრულე ის, რაც იეჰოვას დაჰპირდი“.

იფთახის ქალიშვილი შეშას აგროვებს კარვისთვის; მას მისი მეგობრები ესტუმრნენ

ყოველ წელს იფთახის ქალიშვილს მეგობრები ინახულებდნენ

ამ ამბავმა იფთახის ქალიშვილიც დაამწუხრა. თუ კარავში იმსახურებდა, ის ვეღარ შეძლებდა გათხოვებასა და შვილების გაჩენას. მაგრამ მას ძალიან უნდოდა, რომ შეესრულებინა მამის პირობა და იეჰოვას გული გაეხარებინა. ეს მისთვის გათხოვებასა და შვილების ყოლაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო; ამიტომ დატოვა სახლი და მთელი თავისი ცხოვრება კარავში გაატარა.

როგორ ფიქრობ, გაახარა მან მამამისი და იეჰოვა? ~ რა თქმა უნდა! თუ იფთახის ქალიშვილის მსგავსად შენც გიყვარს იეჰოვა და ემორჩილები მას, მაშინ შეძლებ გული გაუხარო, როგორც შენს მშობლებს, ისე იეჰოვას.

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • კანონი 6:4—6

  • მსაჯულები 11:30—40

  • 1 კორინთელები 7:37, 38

კითხვები:

  • ვინ იყო იფთახი? რა პირობა დადო მან?

  • რატომ იყო ძნელი იფთახის ქალიშვილისთვის მამის დაპირების შესრულება?

  • რა იყო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იფთახის ქალიშვილისთვის?

  • როგორ შეგიძლია მიჰბაძო იფთახის ქალიშვილს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება