საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 36 გვ. 88-გვ. 89 აბზ. 1
  • იფთახის აღთქმა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იფთახის აღთქმა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იფთახის დაპირება
    ბიბლიური მოთხრობები
  • მან თავისი მამაც გაახარა და იეჰოვაც
    ასწავლეთ შვილებს
  • ის ღმერთსაც უყვარდა და მეგობრებსაც
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ერთგულებით ღვთის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 36 გვ. 88-გვ. 89 აბზ. 1
ქალიშვილის დანახვაზე იფთახი ტანსაცმელს იხევს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 36

იფთახის აღთქმა

ისრაელებმა ისევ უღალატეს იეჰოვას და ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. იმ პერიოდში მათ ამონელები ჩაგრავდნენ, მაგრამ ისრაელებს ცრუ ღმერთები ვერ შველოდნენ. ამონელები მათ წლების განმავლობაში ტანჯავდნენ. ბოლოს იეჰოვას შეევედრნენ: შევცოდეთ შენ წინაშე, ღმერთო. გევედრებით, მოგვაშორე მტრები! ისრაელებმა მოიშორეს კერპები და იეჰოვასკენ მობრუნდნენ. იეჰოვასაც შეებრალა ისინი და გადაწყვიტა, ეხსნა თავისი ხალხი.

ხალხმა წინამძღოლად ძლიერი მებრძოლი, იფთახი აირჩია, რომ ამონელებს შებრძოლებოდნენ. იფთახმა უთხრა ღმერთს: თუ ამ ბრძოლაში გამამარჯვებინებ, გპირდები, რომ როცა სახლში დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება, შენ მოგიძღვნი. იეჰოვამ შეისმინა იფთახის ლოცვა და გამარჯვება მოაპოვებინა.

როცა იფთახი შინ დაბრუნდა, სახლიდან თავისი ერთადერთი შვილი გამოეგება. ის ცეკვა-ცეკვით და დაირაზე დაკვრით შეეგება მამას. საინტერესოა, რას იზამდა იფთახი. მას კარგად ახსოვდა თავისი დანაპირები და ერთადერთი ქალიშვილის დანახვაზე წამოიძახა: ვაიმე, შვილო, ეს რა მიყავი?! მაგრამ იეჰოვას სიტყვა მივეცი და უნდა შევასრულო. შილოში უნდა გაგგზავნო კარავში მსახურებისთვის. ქალიშვილმა მიუგო: მამა, თუ აღთქმა დაუდე იეჰოვას, უნდა შეასრულო. მაგრამ ერთ რამეს გთხოვ: ორი თვით გამიშვი მთებში ჩემს დობილებთან ერთად, შემდეგ კი წავალ შილოში. იფთახის ქალიშვილი სიცოცხლის ბოლომდე კარავში ერთგულად მსახურობდა. მისი მეგობრები ყოველ წელს ადიოდნენ მის სანახავად.

იფთახის ქალიშვილს მეგობრები სტუმრობენ კარავში.

„ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის“ (მათე 10:37).

კითხვები: რა აღთქმა დაუდო იფთახმა იეჰოვას? რა რეაქცია ჰქონდა იფთახის ქალიშვილს, როცა მამის აღთქმის შესახებ გაიგო?

მსაჯულები 10:6–11:11, 29–40; 1 სამუელი 12:10, 11

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება