საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • od გვ. 179-გვ. 184
  • დანართი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დანართი
  • ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • მსგავსი მასალა
  • მონათვლა და ღმერთთან შენი ურთიერთობა
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • დასკვნითი განხილვა მონათვლის მსურველებთან
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • ნათლობა — ღირებული მიზანი
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • უნდა მოინათლონ ბავშვები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
od გვ. 179-გვ. 184

დანართი

ქრისტიან მშობლებს

მშობლებო, ცხადია, გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა იეჰოვა შეიყვარონ და თავი მიუძღვნან მას. როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი ნათლობისთვის? როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი მზადაა ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად?

იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათ. 28:19). როგორც ვხედავთ, ადამიანი ჯერ მოწაფე უნდა გახდეს და შემდეგ მოინათლოს; იგი უნდა იზიარებდეს იესოს სწავლებებს და ამ სწავლებების თანახმად ცხოვრობდეს, რაც მოზარდებსაც შეუძლიათ.

ჩააგონეთ ღვთის სიტყვა შვილებს და კარგი მაგალითი მიეცით (კან. 6:6—9). წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ დაგეხმარებათ, აუხსნათ მათ ძირითადი ბიბლიური სწავლებები და დაანახვოთ, როგორ იხელმძღვანელონ ბიბლიური პრინციპებით. დაეხმარეთ ბავშვებს, საკუთარი სიტყვებით ახსნან თავიანთი მრწამსი (1 პეტ. 3:15). თუ თქვენს შვილებს ბიბლიურ ცოდნას მისცემთ, ოჯახურ თაყვანისცემას ჩაატარებთ და შეაქებთ, ისინი კი, თავის მხრივ, ჩაიტარებენ პირად შესწავლას, დაესწრებიან კრების შეხვედრებს და შეიძენენ კარგ მეგობრებს, ეს არა მხოლოდ ნათლობამდე მიიყვანს მათ, არამედ შემდგომ სულიერ ზრდაშიც შეუწყობს ხელს. დაეხმარეთ ბავშვებს, სულიერი მიზნები დაისახონ.

იგავების 20:11-ში ვკითხულობთ: „ბავშვის საქციელიდანაც კი ჩანს, წრფელი და მართალია თუ არა იგი“. როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ ბავშვი უკვე იესო ქრისტეს მოწაფეა და მზად არის ნათლობისთვის?

ბავშვი, რომელსაც მონათვლა სურს, მშობლებს უნდა ემორჩილებოდეს (საქ. 5:29; კოლ. 3:20). ბიბლიაში 12 წლის იესოს შესახებ ნათქვამია: „კვლავაც უჯერებდა [მშობლებს]“ (ლუკ. 2:51). ცხადია, ბავშვს სრულყოფილებას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ, თუ მონათვლა სურს, იესოს უნდა ჰბაძავდეს და მშობლებს ემორჩილებოდეს.

გარდა ამისა, ბავშვს უნდა აინტერესებდეს ბიბლიური საკითხები (ლუკ. 2:46). მას უნდა უყვარდეს კრების შეხვედრებზე დასწრება და პროგრამაში მონაწილეობა (ფსალმ. 122:1). ამასთანავე, რეგულარულად უნდა კითხულობდეს ბიბლიას და ჰქონდეს პირადი შესწავლა (მათ. 4:4).

ბავშვი, რომელიც ნათლობისკენ ისწრაფვის, სამეფოს საქმეს პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს (მათ. 6:33). მას გააზრებული უნდა ჰქონდეს ქადაგების პასუხისმგებლობა, უნდა მონაწილეობდეს მსახურების სხვადასხვა სფეროში და არ ერიდებოდეს მასწავლებლებისა და კლასელებისთვის იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეა. გარდა ამისა, ის შუა კვირის შეხვედრის დავალებებს სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს.

ამასთანავე, ბავშვი უნდა ინარჩუნებდეს ზნეობრივ სიწმინდეს და თავი შორს ეჭიროს ცუდი საზოგადოებისგან (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:33). ეს იქიდან გამოჩნდება, თუ რა სახის მუსიკას, ფილმებს, სატელევიზიო გადაცემებსა თუ ვიდეოთამაშებს ირჩევს და რამდენად გონივრულად იყენებს ინტერნეტს.

ბევრმა ბავშვმა დაუფასა მშობლებს ძალისხმევა, გაითავისა ჭეშმარიტება და მოზარდობის ასაკში მოინათლა. თქვენ შეგიძლიათ დიდი წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ თქვენი შვილი იეჰოვას დაუახლოვდეს და ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგას. დაე აკურთხოს იეჰოვამ თქვენი ძალისხმევა.

მოუნათლავ მაუწყებელს:

კრებაში მოუნათლავ მაუწყებლად მსახურება დიდი პატივია. შენ სულიერად გაიზარდე, რისთვისაც ქებას იმსახურებ. ღვთის სიტყვის წყალობით გაიცანი ღმერთი და ირწმუნე მისი დაპირებები (იოან. 17:3; ებრ. 11:6).

იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე შეიძლება რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდი ან საერთოდ არარელიგიური იყავი. შესაძლოა ისე ცხოვრობდი, რომ ბიბლიურ პრინციპებს არღვევდი, მაგრამ მობრუნდი ცოდვილი გზიდან, მოინანიე და გადაწყვიტე, ღვთის მოსაწონად გეცხოვრა (საქ. 3:19).

შესაძლოა ტიმოთეს მსგავსად „ჩვილობიდანვე გაქვს ნასწავლი წმინდა წერილები“, რამაც ცუდი საქმეებისა და სერიოზული ცოდვების ჩადენისგან დაგიცვა (2 ტიმ. 3:15). შენ ისიც ისწავლე, რა უნდა გაგეკეთებინა იმისთვის, რომ თანატოლების გავლენაში არ მოქცეულიყავი, არ აჰყოლოდი ცდუნებას და იეჰოვასთვის გული არ გეტკინა. რწმენას ყოველთვის საქმით ამტკიცებდი, მყარად იდექი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს და სხვებს შენს მრწამსს უზიარებდი. შენ ქადაგებაც ისწავლე და ახლა მოუნათლავ მაუწყებლად მსახურობ.

მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვობიდან იცნობ იეჰოვას თუ მის შესახებ მოგვიანებით გაიგე, ალბათ გსურს, თავი მიუძღვნა მას და მოინათლო, რათა კიდევ უფრო გაიზარდო სულიერად. როცა იეჰოვას ლოცვაში თავს ვუძღვნით, ვეუბნებით, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, მარადიულად ვუერთგულოთ მას (მათ. 16:24). შემდეგ ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში ვინათლებით (მათ. 28:19, 20). მიძღვნითა და ნათლობით იეჰოვას მსახურები ვხდებით, რაც უდიდესი პატივია!

როგორც ბიბლიის შესწავლის დროს გაიგე, შესაძლოა ბევრ სირთულეს შეხვდე. გაიხსენე, რომ მონათვლის შემდეგ მალევე „სულმა იესო უდაბნოში წაიყვანა, სადაც ეშმაკი მის ცდუნებას შეეცადა“ (მათ. 4:1). ამიტომ მონათვლის შემდეგ, როგორც ქრისტეს მოწაფე, შენც შეხვდები სირთულეებს (იოან. 15:20). სირთულეები სხვადასხვაგვარია. შესაძლოა ოჯახის წევრები შეგეწინააღმდეგონ (მათ. 10:36). შეიძლება კლასელებმა, თანამშრომლებმა ან ნაცნობებმა დაგცინონ. ყოველთვის გახსოვდეს მარკოზის 10:29, 30-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან ყანები, დღესვე, დევნის დროს, ასმაგად მიიღებს სახლს, ყანებს, ძმებს, დებს, დედებს და შვილებს, მომავალში კი — მარადიულ სიცოცხლეს“. ამიტომ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ იეჰოვასთან ახლოს იყო და მისი პრინციპებით იცხოვრო.

როდესაც მონათვლას გადაწყვეტ, ამის შესახებ კრების უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს უთხარი. უხუცესები შენთან განიხილავენ მომდევნო გვერდებზე დაბეჭდილ კითხვებს, რომ განსაზღვრონ, მზად ხარ თუ არა ნათლობისთვის. შეგიძლია ამ კითხვებს პირადი შესწავლის დროს გადახედო.

მომზადებისას წაიკითხე და დაფიქრდი ციტირებულ ბიბლიურ მუხლებზე. შეგიძლია ჩანაწერები პირდაპირ ამ წიგნში ან სხვაგან გააკეთო. უხუცესებთან გასაუბრების დროს შეგიძლია გამოიყენო ეს ჩანაწერები და წიგნიც გადაშლილი გქონდეს. თუ რომელიმე კითხვის გაგება გიჭირს, დახმარებისთვის მიმართე მას, ვინც ბიბლიას გასწავლის, ან უხუცესებს.

ნუ იფიქრებ, რომ უხუცესები შენგან გრძელ და მაღალფარდოვანი სიტყვებით გაცემულ პასუხებს მოელიან. კარგი იქნება, თუ პასუხს მარტივად და საკუთარი სიტყვებით გასცემ და ერთ ან ორ ბიბლიურ მუხლს მოიშველიებ.

თუ უხუცესები ჩათვლიან, რომ საკმარისი ბიბლიური ცოდნა არ გაქვს, ისინი ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარებიან, რათა შემდეგ ჯერზე სწორი პასუხები საკუთარი სიტყვებით გასცე და მზად იყო მოსანათლად.

[კრების უხუცესებს: მონათვლის მსურველებთან კითხვების განსახილველად მოცემული მითითებები იხილეთ 208—212 გვერდებზე.]

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება