საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 22 გვ. 56-გვ. 57 აბზ. 3
  • სასწაული წითელ ზღვასთან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სასწაული წითელ ზღვასთან
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • წითელი ზღვის გადაკვეთა
    ბიბლიური მოთხრობები
  • ‘იაჰ არის ჩემი მხსნელი’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • „მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ისრაელის გათავისუფლება ეგვიპტის მონობიდან
    რას გვამცნობს ბიბლია?
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 22 გვ. 56-გვ. 57 აბზ. 3
ფარაონი და მისი ჯარი

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 22

სასწაული წითელ ზღვასთან

მას შემდეგ, რაც ფარაონმა გაიგო, რომ ისრაელებმა დატოვეს ეგვიპტე, ინანა, რომ გაუშვა ისინი და გადაწყვიტა, უკან დასდევნებოდა; უბრძანა თავის ჯარისკაცებს: მოამზადეთ ყველა საბრძოლო ეტლი! არსად არ უნდა გავუშვათ ისინი! ფარაონი და მისი ჯარი ებრაელებს უკან დაედევნენ.

იეჰოვა თავის ხალხს მიუძღოდა დღისით ღრუბლით და ღამით – ცეცხლით. მან ისინი წითელ ზღვასთან მიიყვანა და უთხრა, კარვები გაეშალათ.

ცოტა ხანში ისრაელებმა შორს ფარაონი და მისი ჯარი დაინახეს. ისინი წითელ ზღვასა და ეგვიპტის ჯარს შორის მოექცნენ. ხალხმა მოსეს შესჩივლა: ყველანი დავიხოცებით! რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? მოსემ დაამშვიდა ისინი და უთხრა: ნუ გეშინიათ! დაელოდეთ და ნახავთ, როგორ გვიხსნის იეჰოვა! ხედავ, როგორ ენდობოდა მოსე ღმერთს?!

ამის შემდეგ იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, აეშალათ კარვები. იმ ღამით ღმერთმა ღრუბელი ჩააყენა ისრაელებსა და ეგვიპტელებს შორის. ეგვიპტელთა მხარეს ბნელოდა, ისრაელთა მხარე კი განათებული იყო.

იეჰოვამ უთხრა მოსეს: გაიწოდე ზღვისკენ ხელი! მოსემაც გაიწოდა ხელი, ამოვარდა ძლიერი ქარი და მთელი ღამე ქროდა. ზღვა შუაზე გაიყო და გასასვლელი გამოჩნდა. წყალი კედელივით აღიმართა აქეთ-იქით. მილიონობით ებრაელმა ზღვის ფსკერზე მშრალად გაიარა და ასე გადავიდნენ მეორე მხარეს.

ისრაელები მშრალ ფსკერს მიუყვებიან. აქეთ-იქით წყლის კედლებია აღმართული.

ფარაონის ჯარი შეჰყვა ისრაელებს ზღვაში. იეჰოვამ თავგზა აუბნია ჯარისკაცებს. მათ ეტლებს ბორბლები დააძრო. შეშინებულმა მეომრებმა ყვირილი მორთეს: გავიქცეთ აქედან! იეჰოვა გვებრძვის ისრაელების გამო.

იეჰოვამ უთხრა მოსეს: გაიწოდე ხელი ზღვისკენ! როგორც კი გაიწოდა მოსემ ხელი, მაშინვე ჩამოიქცა წყალი და ეგვიპტელები ქვეშ მოიყოლა. ფარაონი და მისი ჯარი ზღვაში დაიხოცნენ. არცერთი მათგანი არ გადარჩენილა.

ზღვის მეორე მხარეს კი მილიონობით გადარჩენილი ებრაელი იდგა და იეჰოვას ასე უმღეროდა: „ვუმღერებ იეჰოვას, დიდად განდიდებულს. მან ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“. ყველა მღეროდა; ქალები ცეკვავდნენ და დაირებზე უკრავდნენ. ხალხი ძალიან გახარებული იყო. ახლა უკვე ნამდვილად თავისუფლები იყვნენ!

„ამიტომ გულდაჯერებულნი ვამბობთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრაელები 13:6).

კითხვები: რა მოხდა წითელ ზღვასთან? როგორ იხსნა იეჰოვამ ისრაელები?

გამოსვლა 13:21–15:21; ნეემია 9:9–11; ფსალმუნი 106:9–12; 136:11–15; ებრაელები 11:29

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება