საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 23 გვ. 60-გვ. 61 აბზ. 4
  • იეჰოვასთვის მიცემული პირობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვასთვის მიცემული პირობა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ისრაელისთვის მიცემული კანონები
    ბიბლიური მოთხრობები
  • სინაი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გავეცნოთ იეჰოვას გზებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მათ პირობა დაარღვიეს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 23 გვ. 60-გვ. 61 აბზ. 4
ისრაელები დაბანაკებულები არიან სინას მთის ძირას.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 23

იეჰოვასთვის მიცემული პირობა

ეგვიპტის დატოვებიდან ორი თვის შემდეგ ისრაელები სინას მთას მიადგნენ და იქვე დაბანაკდნენ. იეჰოვამ მოსე მთაზე აიყვანა და უთხრა: მე ვიხსენი ისრაელები. თუ დამემორჩილებიან და ჩემს კანონებს შეასრულებენ, ყველასგან გამორჩეულ ხალხად ვაქცევ. მოსე ჩამოვიდა მთიდან და ისრაელებს იეჰოვას ნათქვამი გადასცა. მათ თქვეს: ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც იეჰოვა გვეტყვის.

მოსე ისევ ავიდა მთაზე. იქ იეჰოვამ უთხრა მას: წადი და გადაეცი ხალხს, რომ სამ დღეში დაგელაპარაკებით. გააფრთხილე ისინი, არც კი სცადონ მთაზე ამოსვლა. მოსე ჩავიდა და უთხრა ისრაელებს, მომზადებულიყვნენ ღვთის სიტყვების მოსასმენად.

ისრაელები სინას მთაზე ხედავენ ელვასა და შავ ღრუბელს.

სამი დღე რომ გავიდა, ისრაელებმა მთაზე ელვა და შავი ღრუბელი დაინახეს. მათ აგრეთვე შემოესმათ ძლიერი ჭექა-ქუხილისა და საყვირის ხმა. შემდეგ იეჰოვა მთაზე ჩამოვიდა ცეცხლში. ამის დანახვაზე ისრაელებს ისე შეეშინდათ, რომ კანკალი დაიწყეს. მთას კვამლი ასდიოდა და ზანზარებდა. საყვირის ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამ დროს ღვთის ხმა გაისმა: მე ვარ იეჰოვა. არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს!

მოსე კვლავ ავიდა მთაზე. იქ იეჰოვამ უთხრა მას, როგორ უნდა ეცათ ისრაელებს მისთვის თაყვანი და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მოსემ ეს კანონები ჩაიწერა და ხალხს წაუკითხა. ისრაელებმა პირობა დადეს: ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც იეჰოვა გვეტყვის. დიახ, მათ პირობა მისცეს ღმერთს, მაგრამ საინტერესოა, შეასრულებდნენ კი მას?!

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37).

კითხვები: რა მოხდა სინას მთასთან? რა პირობა მისცეს ისრაელებმა იეჰოვას?

გამოსვლა 19:1–20:21; 24:1–8; კანონი 7:6–9; ნეემია 9:13, 14

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება