საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 35 გვ. 86
  • ხანა ვაჟისთვის ლოცულობს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხანა ვაჟისთვის ლოცულობს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • მან იეჰოვას გული გადაუშალა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • მან იეჰოვას გული გადაუშალა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ხანა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 35 გვ. 86
ხანამ პატარა სამუელი ელის მიუყვანა კარავში.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 35

ხანა ვაჟისთვის ლოცულობს

ერთ ისრაელ კაცს, ელკანას, ორი ცოლი ჰყავდა, ხანა და ფენინა, მაგრამ მას ხანა უფრო უყვარდა. ფენინა დასცინოდა ხანას, რადგან ის უშვილო იყო, თავად ფენინას კი ბევრი შვილი ჰყავდა. ყოველ წელს ელკანა თავის ოჯახთან ერთად შილოში ადიოდა ხოლმე, რათა იქ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი კარავში. ერთხელ შილოში ყოფნისას, მან შეამჩნია, რომ მისი საყვარელი მეუღლე, ხანა, ძალიან მოწყენილი იყო და ტიროდა. ელკანამ მას უთხრა: ნუ ტირი ხანა, მე შენ ძალიან მიყვარხარ.

მოგვიანებით, ხანა მარტო მივიდა კარავში, რომ ელოცა. ის იეჰოვას ევედრებოდა და თან ტიროდა. მან აღთქმა დაუდო ღმერთს: იეჰოვა, თუ მომცემ ვაჟს, შენ მოგიძღვნი და ის მთელი ცხოვრება შენი მსახური იქნება.

მღვდელმთავარი ელი ხედავს, როგორ ტირის ხანა ლოცვის დროს.

მღვდელმთავარმა ელიმ დაინახა, როგორ ქვითინებდა ხანა და მთვრალი ეგონა. ხანამ მას უთხრა: ჩემო ბატონო, მთვრალი არა ვარ. იეჰოვას ჩემს დარდს ვუზიარებ. ელი მიხვდა, რომ შეცდა და ქალს უთხრა: დაე, შეგისრულოს იეჰოვამ, რაც სთხოვე. გულდამშვიდებული ხანა კარვიდან გამობრუნდა. ამ ამბიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ხანას ბიჭი შეეძინა. მას სამუელი დაარქვა. წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნებოდა ის!

ხანას არ დავიწყებია იეჰოვასთვის მიცემული აღთქმა. როგორც კი სამუელი ძუძუს მოსწყვიტა, კარავში მიიყვანა მსახურებისთვის, ელის წარუდგინა და უთხრა: აი, ამ ბავშვს ვთხოვდი ღმერთს და ახლა იეჰოვას ვუძღვნი მას. ელკანა და ხანა ყოველ წელს მიდიოდნენ სამუელის სანახავად და ყოველ მისვლაზე ახალი მოსასხამი მიჰქონდათ ბავშვისთვის. იეჰოვამ ხანას კიდევ სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი აჩუქა.

„ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7).

კითხვები: რატომ იყო ხანა დამწუხრებული? როგორ აკურთხა იეჰოვამ ხანა?

1 სამუელი 1:1–2:11, 18–21

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება