საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 71 გვ. 168-გვ. 169 აბზ. 1
  • იეჰოვამ დაიცვა იესო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვამ დაიცვა იესო
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ვარსკვლავის კვალდაკვალ
    ბიბლიური მოთხრობები
  • ისინი სასტიკ მმართველს გაურბიან
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • პატარა იესოს ასტროლოგები ინახულებენ
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 71 გვ. 168-გვ. 169 აბზ. 1
იოსებს ვირით მიჰყავს მარიამი და პატარა იესო.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 71

იეჰოვამ დაიცვა იესო

ისრაელის აღმოსავლეთით ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც სჯეროდა, რომ ვარსკვლავებს მათთვის ხელმძღვანელობის გაწევა შეეძლოთ. ერთხელ ღამით ამ მხარეში მცხოვრებმა რამდენიმე კაცმა კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსი რამ შენიშნა, რომელიც ცაზე მოძრაობდა. ისინი იქით წავიდნენ, საითაც „ვარსკვლავი“ მიდიოდა. „ვარსკვლავმა“ ეს კაცები იერუსალიმამდე მიიყვანა. მათ იქაურებს ჰკითხეს: სად არის ბავშვი, რომელიც იუდეველთა მეფე უნდა გახდეს? მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ.

ახალი მეფის დაბადების შესახებ იერუსალიმის მეფემ, ჰეროდემაც გაიგო. ამან ის ძალიან ააფორიაქა. ჰეროდემ ჰკითხა უფროს მღვდლებს, თუ სად უნდა დაბადებულიყო მეფე. მათ უპასუხეს: წინასწარმეტყველების თანახმად, ის ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. ამიტომ ჰეროდემ დაიბარა ის კაცები, რომლებმაც „ვარსკვლავი“ ნახეს და უთხრა მათ: წადით ბეთლემში და მოძებნეთ ბავშვი. მერე დაბრუნდით ჩემთან და მითხარით, სად არის ის. მინდა, რომ მეც ვცე თაყვანი მას. მაგრამ, სინამდვილეში, მეფე ჰეროდე ტყუილს ამბობდა.

„ვარსკვლავმა“ კვლავ დაიწყო მოძრაობა ცაზე. მან ეს კაცები ბეთლემში მიიყვანა. იქ „ვარსკვლავი“ ერთ-ერთი სახლის თავზე გაჩერდა; კაცებიც შევიდნენ ამ სახლში და იესო და მარიამი ნახეს. მათ თაყვანი სცეს ბავშვს და საჩუქრად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და სმირნა. როგორ ფიქრობ, მართლა ღმერთმა გაგზავნა ეს კაცები იესოსთან? არა.

იმ ღამით იოსებს იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა სიზმარში და უთხრა: ჰეროდეს იესოს მოკვლა უნდა. მოჰკიდე ხელი შენს ცოლ-შვილს და ეგვიპტეში გაიქეცი. იქ დარჩი, სანამ მე არ გეტყვი. იოსებიც იმ ღამესვე გაიქცა ეგვიპტეში.

იეჰოვამ გააფრთხილა აღმოსავლეთიდან მოსული კაცები, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ ის კაცები უკან აღარ აპირებდნენ დაბრუნებას, ძალიან გაბრაზდა. ვინაიდან იესო ვერ იპოვა, ჰეროდემ ბრძანება გასცა, მოეკლათ იესოს ასაკის ყველა ბიჭი ბეთლემში. თუმცა იესო უსაფრთხოდ იყო შორეულ ეგვიპტეში.

გავიდა დრო და მოკვდა ჰეროდე. იეჰოვამ უთხრა იოსებს: საშიში აღარაფერია, შეგიძლია დაბრუნდე უკან. იოსები, მარიამი და იესო დაბრუნდნენ ისრაელში და ქალაქ ნაზარეთში დასახლდნენ.

„ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც … მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).

კითხვები: როგორ აღმოჩნდა იესო საფრთხეში? როგორ დაიცვა იეჰოვამ იესო?

მათე 2:1–23; მიქა 5:2

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება