ნაწილი 8 – სოლომონიდან ელიამდე
იეჰოვამ სოლომონს დიდი სიბრძნე უბოძა და ტაძრის აშენების პატივი არგუნა წილად. მაგრამ დროთა განმავლობაში სოლომონი განუდგა იეჰოვას. მშობლებო, დაანახვეთ შვილებს, როგორ ჩამოაშორეს ცრუ თაყვანისმცემლებმა სოლომონი ღმერთს. ისრაელის სამეფო ორად გაიყო; ორგულმა მეფეებმა ერი ცრუ თაყვანისმცემლობაში გახვიეს და განდგომილებამდე მიიყვანეს. საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას არაერთ წინასწარმეტყველს დევნიდნენ და კლავდნენ. დედოფალმა იზებელმა კიდევ უფრო ღრმად ჩაძირა ჩრდილოეთის სამეფო განდგომილების ჭაობში. ეს იყო შავბნელი პერიოდი ისრაელის ისტორიაში. თუმცა ისრაელში მაინც მრავლად იყვნენ ღვთის ერთგული მსახურები, მაგალითად, მეფე იეჰოშაფატი და წინასწარმეტყველი ელია.