ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 20
მოქმედებისკენ აღმძვრელი დასკვნა
ეკლესიასტე 12:13, 14
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: დასკვნით ნაწილში აღძარი მსმენელი, გაითავისოს მოსმენილი და მის თანახმად მოიქცეს.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
დაუკავშირე დასკვნა მთლიან თემას. გაიმეორე მთავარი აზრები და თემა, რომელზეც მსჯელობდი. თუმცა არ არის აუცილებელი, იგივე სიტყვები გამოიყენო.
აღძარი მსმენელი მოქმედებისკენ. დაანახვე მსმენელს, როგორ მოიქცეს და აუხსენი ამის მიზეზი. ილაპარაკე მტკიცედ და დამაჯერებლად.
გააკეთე მარტივი და მოკლე დასკვნა. ნუ მოიხსენიებ ახალ მთავარ აზრებს. გააკეთე მოკლე დასკვნა და დასასრულს კიდევ ერთხელ აღძარი მსმენელი მოქმედებისკენ.