1-ლი ნაწილის გამეორება
მასწავლებელთან ერთად იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რომელი ბიბლიური დაპირების შესრულება გსურთ ყველაზე მეტად?
(იხილეთ მე-2 გაკვეთილი)
რატომ გჯერათ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა?
(იხილეთ მე-3 და მე-5 გაკვეთილები)
რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელით მოხსენიება?
(იხილეთ მე-4 გაკვეთილი)
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთთან „არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). გჯერათ, რომ ეს სიმართლეა?
(იხილეთ მე-6 გაკვეთილი)
წაიკითხეთ იგავების 3:32.
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვა გაგვიწევს საუკეთესო მეგობრობას?
რას მოელის იეჰოვა თავისი მეგობრებისგან? თქვენი აზრით, რატომაა ეს მართებული?
(იხილეთ მე-7 და მე-8 გაკვეთილები)
წაიკითხეთ ფსალმუნის 62:8.
რის შესახებ ლოცულობთ ხოლმე? კიდევ რაზე შეგიძლიათ ილოცოთ?
როგორ პასუხობს იეჰოვა ლოცვებს?
(იხილეთ მე-9 გაკვეთილი)
წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25.
რა მხრივ დაგეხმარებათ იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება?
თქვენი აზრით, ღირს ძალისხმევად კრების შეხვედრებზე დასწრება?
(იხილეთ მე-10 გაკვეთილი)
რატომაა კარგი ბიბლიის რეგულარულად კითხვა? როგორი გეგმა გაქვთ შედგენილი ბიბლიის ყოველდღე წასაკითხად?
(იხილეთ მე-11 გაკვეთილი)
რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ნასწავლიდან?
რა სირთულეებს შეხვდით მას შემდეგ, რაც ბიბლიის შესწავლა დაიწყეთ? რა დაგეხმარებათ, არ შეწყვიტოთ ბიბლიის შესწავლა?
(იხილეთ მე-12 გაკვეთილი)