მე-3 ნაწილის გამეორება
მასწავლებელთან ერთად იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
წაიკითხეთ იგავების 27:11.
რატომ გსურთ, უერთგულოთ იეჰოვას?
(იხილეთ 34-ე გაკვეთილი)
როგორ შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიაში მოცემულ საკითხზე პირდაპირი მითითება არ არის?
(იხილეთ 35-ე გაკვეთილი)
რით ცხადყოფთ, რომ ყოველმხრივ კეთილსინდისიერი ხართ?
(იხილეთ 36-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ მათეს 6:33.
როგორ ცხადყოფს სამუშაოსა და ფულისადმი თქვენი დამოკიდებულება, რომ უპირველესად სამეფოს ეძებთ?
(იხილეთ 37-ე გაკვეთილი)
საიდან გამოჩნდება, რომ იეჰოვას მსგავსად აფასებთ სიცოცხლეს?
(იხილეთ 38-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ საქმეების 15:29.
როგორ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სისხლთან დაკავშირებული იეჰოვას მითითება?
თქვენი აზრით, რამდენად მართებულია მისი მოთხოვნა?
(იხილეთ 39-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ 2 კორინთელების 7:1.
როგორ დავიცვათ ფიზიკური სისუფთავე და ზნეობრივი სიწმინდე?
(იხილეთ მე-40 გაკვეთილი)
წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9, 10.
რას ამბობს ბიბლია სექსზე? ეთანხმებით ბიბლიის თვალსაზრისს?
რა მითითებებს ვხვდებით ბიბლიაში ალკოჰოლთან დაკავშირებით?
(იხილეთ 41-ე და 43-ე გაკვეთილები)
წაიკითხეთ მათეს 19:4—6, 9.
რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ქორწინებაზე?
რატომ უნდა იყოს ქორწინება თუ განქორწინება დარეგისტრირებული?
(იხილეთ 42-ე გაკვეთილი)
იეჰოვასთვის მიუღებელი რომელი დღესასწაულები გახსენდებათ? რატომ არ იწონებს მათ ღმერთი?
(იხილეთ 44-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ იოანეს 17:16 და საქმეების 5:29.
როგორ შეგიძლიათ ნეიტრალიტეტის დაცვა?
თუ ხელისუფლების კანონი წინააღმდეგობაში მოდის ღვთის კანონთან, რომელს დაემორჩილებით?
(იხილეთ 45-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ მარკოზის 12:30.
რით დაუმტკიცებთ იეჰოვას სიყვარულს?
(იხილეთ 46-ე და 47-ე გაკვეთილები)