საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lmd გაკ. 7
  • იყავი გულმოდგინე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავი გულმოდგინე
  • გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პავლეს მაგალითი
  • რას ვსწავლობთ პავლესგან
  • მიჰბაძე პავლეს
  • იყავი თავმდაბალი
    გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • გამოავლინე ინტერესი
    გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • იყავი მომთმენი
    გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • როდის უნდა მოვინახულოთ დაინტერესებულები განმეორებით?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
იხილეთ მეტი
გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
lmd გაკ. 7

ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘᲡ ᲒᲐᲦᲕᲘᲕᲔᲑᲐ

მოციქული პავლე სასიხარულო ცნობას უზიარებს ტირანეს სკოლაში შეკრებილ ხალხს.

საქ. 19:8—10

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 7

იყავი გულმოდგინე

ბიბლიური პრინციპი: „ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:42).

პავლეს მაგალითი

მოციქული პავლე სასიხარულო ცნობას უზიარებს ტირანეს სკოლაში შეკრებილ ხალხს.

ᲕᲘᲓᲔᲝ: ეფესოში მსახურებისას პავლე არ იშურებს ძალისხმევას

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე საქმეების 19:8—10 და დაფიქრდი:

  1. ა) საიდან ჩანს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად პავლე არ იშურებდა ძალისხმევას მათ დასახმარებლად, ვინც ინტერესს იჩენდა?

  2. ბ) რა სიხშირით და რამდენი ხნის განმავლობაში ასწავლიდა პავლე მათ?

რას ვსწავლობთ პავლესგან

2) დრო და ძალისხმევაა საჭირო, რომ განმეორებითმა მონახულებებმა კარგი შედეგი გამოიღოს და ბიბლიის შესწავლები დავიწყოთ.

მიჰბაძე პავლეს

3) ადამიანი მისთვის მოსახერხებელ დროს მოინახულე. დაფიქრდი, სად და როდის აჯობებს მასთან შეხვედრა, და მზად იყავი შენი გეგმების შესაცვლელად.

4) წინასწარ დათქვით შეხვედრის დრო. საუბრის ბოლოს ყოველთვის შეეცადე, დაუთქვა მომდევნო შეხვედრის დრო. ყველაფერი გააკეთე, რომ შეასრულო პირობა.

5) ადვილად ნუ ჩაიქნევ ხელს. თუ ადამიანი იშვიათად გხვდება სახლში ან მეტწილად დაკავებულია, მალევე ნუ დაასკვნი, რომ მან ინტერესი დაკარგა (1 კორ. 13:4, 7). იყავი გულმოდგინე, მაგრამ ნურც ფუჭად დაკარგავ დროს (1 კორ. 9:26).

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ

საქ. 10:42; 1 კორ. 9:22, 23; 2 კორ. 4:1; გალ. 6:9

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება