ᲐᲑᲓᲝᲜᲘ
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მსახურს].
1. მსაჯული; ეფრემში მცხოვრები ფირათონელი ჰილელის ვაჟი (მსჯ. 12:13—15); იოსებ ფლავიუსის თანახმად, მისი რვაწლიანი მმართველობა მშვიდობიანი იყო („იუდეველთა სიძველენი“, წ. V, თ. 7, აბზ. 15). ბიბლიაც არაფერს ამბობს ამ პერიოდში ომიანობის შესახებ. აბდონის 40 ვაჟსა და 30 შვილიშვილს „სამოცდაათი ვირი ჰყავდათ“, რაც იმ დროს სიმდიდრისა და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მაჩვენებლად ითვლებოდა. სიკვდილის შემდეგ აბდონი თავის მშობლიურ მიწაზე, ეფრემში დამარხეს.
ზოგი აბდონს 1 სამუელის 12:11-ში მოხსენიებულ ბედანთან აკავშირებს, თუმცა ბედანი, სავარაუდოდ, იგივე ბარაკია, რომლის სახელიც სეპტუაგინტასა და ფეშიტაში ამ ადგილას გვხვდება.
2. ბენიამინელი; იეიელის პირმშო და, როგორც ჩანს, საულის პაპის, ნერის ძმა (1მტ. 8:29, 30; 9:35, 36, 39).
3. მეფე იოშიას კარზე მომსახურე პირი (2მტ. 34:20), რომელიც 2 მეფეების 22:12-ში მოხსენიებულია აქბორად (იხ. ᲐᲥᲑᲝᲠᲘ №2).
4. ბენიამინისტომელი შაშაკის ვაჟი; იერუსალიმში მცხოვრები ერთ-ერთი თავკაცი (1მტ. 8:23—28).
5. იმ ოთხი ქალაქიდან ერთ-ერთი, რომლებიც აშერის ტერიტორიიდან მისცეს ლევიან გერშონელთა (გერშომი) საგვარეულოს (იეს. 21:27—31; 1მტ. 6:71—75). სავარაუდოდ, ეს არის აქციბის აღმოსავლეთით დაახლ. 6 კმ-ში მდებარე ხირბეთ-აბდე (თელ-ავდონი). ეს ადგილი უადი-კარნის (ნაჰალ-ქეზივი) ჩრდილოეთით, გალილეის მთების ძირას მდებარეობს და, შესაბამისად, აშერის ველის ჩრდილოეთ ნაპირთან ახლოსაა.