აბიასაფი
[მამა(ჩემმა) შეაგროვა]
ლევიანი კორახის სამი ვაჟიდან ერთ-ერთი; კეჰათის შთამომავალი (გმ. 6:16—24); მისი ძმები იყვნენ ელკანა და ასირი. როგორც ჩანს, ის არის 1 მატიანის 6:37-ში, აგრეთვე შესაძლოა 1 მატიანის 9:19-სა და 6:23-ში, მოხსენიებული ებიასაფი.
როგორც ბიბლიიდან ჩანს, კორახის ვაჟებმა მხარი არ აუბეს თავიანთ მამას, რომელიც დათანსა და აბირამთან ერთად მოსესა და აარონს ეურჩა. შესაბამისად, ისინი იმ დროს მამასთან ერთად არ დახოცილან (რც. 26:9—11). ამიტომ შედარებით მოგვიანებით შექმნილი მრავალი ფსალმუნის (42, 44—49, 84, 85, 87, 88) ეპიგრაფში გვხვდება ფრაზა „კორახის ვაჟები“, თუმცა მასში ძირითადად კორახის შთამომავლები ან საგვარეულო იგულისხმება.