საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ამნონი“
  • ამნონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ამნონი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ამნონი ეგოიზმმა დაღუპა
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2022
  • აბესალომი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თამარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უამრავი უბედურება დავითის სახლში
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ამნონი“

ამნონი

[სანდო, ერთგული, ხანგრძლივი].

1. დავითის პირმშო, რომელიც ხებრონში იზრეელელი ახინოამისგან შეეძინა (2სმ. 3:2; 1მტ. 3:1).

ამნონს იმდენად ძლიერი ვნება აღეძრა აბესალომის მშვენიერი დის, თამარის მიმართ, რომ მასზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. თავისი ბიძაშვილის, იეჰონადაბის რჩევისამებრ მან თავი მოიავადმყოფა და მეფე დავითს სთხოვა, მასთან სახლში თამარი გაეგზავნა, რათა მის თვალწინ „ნუგეშის პური“ მოემზადებინა. ამონმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და, თავისი ნახევარდის მუდარისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, გააუპატიურა ის. ამ შემთხვევიდან აშკარად ჩანს, რამდენად ეგოისტური შეიძლება იყოს ხორციელი სიყვარული. მას შემდეგ, რაც სურვილი დაიკმაყოფილა, ამნონმა გარეთ გააგდო თამარი, რადგან შესძულდა ის. თამარის შემხედვარე, ალბათ, უწმინდურად იგრძნობდა თავს (2სმ. 13:1—19).

თამარის ღვიძლი ძმა აბესალომი გულში სიძულვილს ატარებდა ამნონის მიმართ. ორი წლის შემდეგ ცხვრის პარსვის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, როცა ამნონს ღვინით გული გაუმხიარულდა, აბესალომმა ის თავის მსახურებს მოაკვლევინა (2სმ. 13:20—29). ამნონი, როგორც დავითის უფროსი ვაჟი, ტახტის უშუალო მემკვიდრე იყო, ამიტომ მისი სიკვდილი შესაძლოა იმ მიზეზითაც იყო სასურველი აბესალომისთვის, რომ მეფობის ხელში ჩაგდების მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა. ამ მოვლენით დაიწყო იმ წინასწარმეტყველების შესრულება, რომელიც ნათანმა დავითის მიერ ურიას ცოლთან ჩადენილი ცოდვის შემდეგ წარმოთქვა (2სმ. 12:10; იხ. აბესალომი).

2. იუდასტომელი შიმონის ვაჟი, რომელიც მის ოთხ ვაჟს შორის პირველი მოიხსენიება (1მტ. 4:1, 20).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება