საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თამარი“
  • თამარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თამარი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ამნონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ამნონი ეგოიზმმა დაღუპა
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2022
  • აბესალომი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თამარი“

თამარი

[პალმა].

1. იაკობის ვაჟის, იუდას რძალი. თამარი ცოლად გაჰყვა იუდას პირველ ვაჟს, ერს. ერი ბოროტი იყო, ამიტომ იეჰოვამ მოკლა ის და თამარი დაქვრივდა. შემდეგ ის ერის ძმას, ონანს გაჰყვა ცოლად, თუმცა იეჰოვამ ისიც მოკლა, რადგან არ შეასრულა მაზლის ვალდებულება და თამარი კვლავ უშვილო და ქვრივი დარჩა. იუდა აყოვნებდა, რომ მის მესამე ვაჟს თამარი მოეყვანა ცოლად. თამარმა თავშალი მოიფარა და რიდე ჩამოიფარა, რომ ვერ ეცნოთ და თავი მეძავად გაასაღა, რათა იუდა თვითონ მისულიყო და დაწოლილიყო მასთან. თამარმა გირაოდ მისი საბეჭდავი ბეჭედი, ზონარი და ჯოხი დაიტოვა. როცა იუდამ შეიტყო, რომ თამარი ორსულად იყო, თავიდან ბრძანა, გამოეყვანათ ის, ჩაექოლათ და დაეწვათ (შდრ. იეს. 7:15, 25). მაგრამ, როცა გაიგო, რომ თამარმა ეს მემკვიდრისთვის გააკეთა და მამა თვითონ იყო, თქვა: „ის ჩემზე მართალია“ (დბ. 38:6—30). თამარს რთული მშობიარობა ჰქონდა. მას ეყოლა ტყუპები და მათ ფერეცი და ზერახი დაარქვა (დბ. 38:6—30). ფერეცის ხაზში მოვიდა მესია (რთ. 4:12, 18—22; 1მტ. 2:4; მთ. 1:3).

2. მეფე დავითის ლამაზი ქალიშვილი და აბესალომის ღვიძლი და (1მტ. 3:9; 2სმ. 13:1). მის უფროს ნახევარძმას, ამნონს შეუყვარდა ის, ვერაგულად მოექცა და თამარის წინააღმდეგობის მიუხედავად, გააუპატიურა. აბესალომმა ანუგეშა თამარი და თავის სახლში წაიყვანა. ორი წლის შემდეგ მისი გაუპატიურებისთვის შური იძია და მოკლა ამნონი (2სმ. 13:1—33).

3. აბესალომის ქალიშვილი. როგორც ჩანს, ეს სახელი მამიდის (№ 2) საპატივცემულოდ დაარქვეს (2სმ. 14:27). მამის მსგავსად, თამარიც მიმზიდველი გარეგნობისა იყო. თამარი, შესაძლოა, ურიელზე დაქორწინდა, რომლისგანაც ეყოლა რობოამის უსაყვარლესი ცოლი მააქა (2მტ. 11:20, 21; 13:1, 2).

4. მეფე სოლომონის მიერ აშენებული (შესაძლოა, აღდგენილი ან გამაგრებული) ქალაქებიდან ერთ-ერთი (1მფ. 9:17—19). 1 მეფეების 9:18, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქი თამარი ისრაელის ტერიტორიაზე იყო (შდრ. სსგ). არქეოლოგი იოჰანან აჰარონი თამარს აინ-ჰუსბთან (ენ-ხაცევა) აიგივებს, რომელიც მკვდარი ზღვის სამხრეთ სამხრ.-დას.-ით დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს. ამის თქმის საფუძველს იძლევა რიცხვების 34:3—6-ში, იესო ნავეს ძის 15:1—4-ში, ეზეკიელის 47:19-სა და 48:28-ში აღწერილი ქანაანის საზღვრების ერთმანეთთან შედარება.

თუმცა პარალელურ მუხლში, 2 მატიანის 8:4-ში, თადმორი მოიხსენიება, აშკარაა, რომ აქ სხვა ქალაქზეა საუბარი, რომელსაც, ჩვეულებრივ, პალმირასთან აიგივებენ (იხ. თადმორი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება