აფეკა
[კალაპოტი]
ქალაქი იუდას სამხრეთით მთიან რეგიონში. ბიბლიის თანახმად, ის ხებრონის მახლობლად მდებარეობდა (იეს. 15:48, 53, 54). ზოგი მკვლევარი მას აიგივებს ხირბეთ ელ-ჰადაბთან, რომელიც ხებრონის სამხრ.-დას.-ით დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს. მის მახლობლად ორი წყაროა. ამ ადგილას ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ისრაელის პერიოდთან დაკავშირებული კულტურის ძეგლებია ნაპოვნი.