აშური
1. დაბადების 10:22-სა და 1 მატიანეს 1:17-ის მიხედვით სემის მეორე ვაჟი. ის იყო ასურელთა წინაპარი, ამიტომ აშურის, ასურეთისა და ასურელის აღსანიშნავად ერთი და იგივე ებრაული სიტყვა გამოიყენება. ეზეკიელის 27:23-ში მოხსენიებულ აშურში (თანამედროვე კალათ-შარგათი) ასურელები ან მათი რომელიმე მთავარი ქალაქი იგულისხმება.
2. ასურელთა მთავარი ღვთაება, სამხედრო ოსტატობის ღმერთი, რომელსაც ასურელი მეომრები დახმარებას შესთხოვდნენ. აშური ერთგვარი „გაღმერთებული პატრიარქი“ იყო. აქედან გამომდინარე, ასურელები, ფაქტობრივად, სემის ვაჟს, აშურს, სცემდნენ თაყვანს. „აშურს“ მრავალი ასურული სახელი შეიცავდა, მაგალითად: ასარხადონი და ასურბანიფალი.
ცრუღმერთი აშური ასურელთა მთავარი მფარველი იყო, რომელსაც ფრთიან მზის დისკოში გამოსახავდნენ. სწორედ აშურის სახელითა და ნებით (ნიშნების დახმარებით იგებდნენ) გადიოდნენ საომრად მისი წმინდა სიმბოლოთი აღჭურვილი ასურელთა ჯარები. ასურელი მეფეები ომში გამარჯვებას აშურს მიაწერდნენ (იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 529; ასურეთი).