ბელა
1. ბენიამინის პირმშო და იაკობის შინაურებიდან ერთ-ერთი, „რომლებიც იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩავიდნენ“. ის ბელაელთა საგვარეულოს მამამთავარი იყო (დბ. 46:8, 21, 26; რც. 26:38; 1მტ. 7:6; 8:1—5).
2. ბეორის ვაჟი და ედომის მეფეების ჩამონათვალში პირველი; ვიდრე ისრაელს მეფე ეყოლებოდა, ბელა უკვე მეფობდა თავის სატახტო ქალაქ დინჰაბაში (დბ. 36:31, 32; 1მტ. 1:43).
3. რეუბენისტომელი აზაზის ვაჟი (1მტ. 5:3, 8).
4. სავარაუდოდ, ქალაქი ცოარის უფრო ძველი სახელი; დაბადების 14:2, 8-ში მოხსენიებულია სიდიმის ველზე მდებარე სხვა ქალაქებთან ერთად (იხ. ცოარი).