საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბენაია“
  • ბენაია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბენაია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ამიზაბადი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ფელეთელები [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შიმეი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ადონია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბენაია“

ბენაია

[იეჰოვა აშენებს].

1. ლევისტომელი უფროსი მღვდლის, იეჰოიადას ვაჟი და სულ მცირე ორი ვაჟის, ამიზაბადისა და იეჰოიადას მამა (1მტ. 27:5, 6, 34); ბენაია ძლიერი მებრძოლი და გამორჩეულად მამაცი ვაჟკაცი იყო. „გამოირჩეოდა ოცდაათში“, რომლებიც დავითის ჯარის ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ, „თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა“ (2სმ. 23:20—23).

ბენაიამ სამჯერ გამოავლინა სიმამაცე: მოკლა ორი ძლიერი მოაბელი გმირი, უშიშრად ჩავიდა წყლის ორმოში და მოკლა ლომი, ჩაება უთანასწორო ბრძოლაში და ეგვიპტელი ბუმბერაზი თავისივე მახვილით განგმირა (1მტ. 11:22—24). დავითმა ეს მამაცი კაცი თავისი მცველების ზედამხედველად დააყენა (1მტ. 11:24, 25). აბესალომისა და ადონიას აჯანყებების დროს ბენაიას ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქერეთელები და ფელეთელები დავითის ერთგულები დარჩნენ (2სმ. 8:18; 15:18; 20:23; 1მფ. 1:8, 10, 26; 1მტ. 18:17). გარდა ამისა, ბენაია ზედამხედველობდა რიგ-რიგობით მსახურების შემსრულებელი დანაყოფებიდან მესამეს, რომელშიც 24 000 მეომარი იყო (1მტ. 27:5, 6). დავითის სიბერეში ბენაია, ქერეთელები და ფელეთელები მხარს უჭერდნენ სოლომონის მეფედ კურთხევას (1მფ. 1:32—40). მოგვიანებით, სოლომონის მმართველობის დროს, ბენაიას დაევალა ადონიას, იოაბისა და შიმეის სიკვდილით დასჯა და თავისი ჯარის მხედართმთავრად სოლომონმა ის დააყენა (1მფ. 2:24, 25, 28—46; 4:4).

2. დავითის ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი; რიგ-რიგობით მსახურების შემსრულებელი დანაყოფებიდან მეთერთმეტეს მეთაური; ფირათონელი ეფრემის ტომიდან (2სმ. 23:30; 1მტ. 11:31; 27:14).

3. ლევიანი მუსიკოსი, რომელიც სიმებიან საკრავზე უკრავდა, როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანეს და დავითის მიერ მომზადებულ კარავში დადგეს (1მტ. 15:18, 20; 16:1, 5).

4. მღვდელი, რომელიც საყვირზე უკრავდა, როცა დავითის მეფობის დროს შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაჰქონდათ (1მტ. 15:24; 16:6).

5. ასაფის შთამომავალი ლევიანი (2მტ. 20:14).

6. სიმონელი, შესაძლოა მეფე ხიზკიას თანამედროვე (1მტ. 4:24, 36—43).

7. ლევიანი, რომელსაც ხიზკიას ბრძანებით დიდძალი შესაწირავი სხვებთან ერთად უნდა გადაეტანა იეჰოვას სახლში (2მტ. 31:12, 13).

8. ფელატიას მამა; ფელატია ეზეკიელის ხილვაში ბოროტ მთავართაგან ერთ-ერთი იყო (ეზკ. 11:1, 13).

9, 10, 11, 12. ოთხი მამაკაცი, რომლებმაც გაითვალისწინეს ეზრას შეგონება და გაუშვეს თავიანთი უცხოელი ცოლები ვაჟებთან ერთად. ისინი შესაბამისი თანმიმდევრობით იყვნენ ფაროშის, ფახათ-მოაბის, ბანისა და ნებოს შთამომავლები (ეზრ. 10:25, 30, 34, 35, 43, 44).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება