საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბერნიკე“
  • ბერნიკე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბერნიკე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • პავლე გაბედულად უმოწმებს წარჩინებულ პირებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ჰეროდე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დრუზილა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „კეისართან ვასაჩივრებ!“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბერნიკე“

ბერნიკე

[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს ძლევას]

ჰეროდე აგრიპა I-ის ასული, რომელიც მას კიფარისასთან შეეძინა. დაიბადა დაახლოებით ახ. წ. 28 წელს. მისი და-ძმები იყვნენ: მარიამნა III, დრუზილა და ჰეროდე აგრიპა II (იხ. ჰეროდე №4). ბერნიკე თავის ძმა აგრიპასთან ერთად ახ. წ. 58 წელს კესარეაში გამგებელ ფესტუსს ესტუმრა. ფესტუსის მიერ მიწვეული „აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მივიდნენ და მისაღებ დარბაზში შევიდნენ ათასისთავებსა და ქალაქის წარჩინებულებთან ერთად“. დარბაზში პატიმარი პავლეც მიიყვანეს და თავის დაცვის ნება მისცეს, რის შემდეგაც პავლემ წარჩინებულთა წინაშე დაუვიწყარი სიტყვები წარმოთქვა (სქ. 25:13, 23; 26:1—30).

ბერნიკე ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა ალექსანდრე ლისიმაქეს ძეს, მარკუსს მიათხოვეს. მარკუსის სიკვდილის შემდეგ ის ქალკიდიის მეფეს, თავის ბიძა ჰეროდეს გაჰყვა ცოლად, რომლისგანაც ორი ვაჟი შეეძინა. ახ. წ. 48 წელს ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ის თავის ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად და იმ დრომდე ცხოვრობდა მასთან, სანამ ხალხმა სისხლის აღრევაში მათი დადანაშაულება არ დაიწყო. ამის მერე ბერნიკემ კილიკიის მეფე პოლემოზე იქორწინა, ოღონდ მას შემდეგ, რაც იგი იუდაიზმზე მოექცა. თუმცა ძალიან მალე ბერნიკემ მიატოვა პოლემო და კვლავ თავის ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ამ პერიოდში ჩავიდნენ ისინი კესარეაში.

ახ. წ. 65 წელს ბერნიკემ სიცოცხლე ჩაიგდო საფრთხეში, რათა იუდეველები ფლორუსისგან დაეცვა, რომელსაც იერუსალიმში მომხდარ სისხლიან შეტაკებებში მიუძღოდა ბრალი. მოგვიანებით მან და მისმა ძმამ, სხვათა მსგავსად, ერთგულების ფიცი დაუდეს რომის იმპერატორ ვესპასიანეს. იმპერატორის ვაჟმა, ტიტუსმა ბერნიკე რომში წაიყვანა, რათა ცოლად შეერთო, მიუხედავად იმისა, რომ ბერნიკე მასზე ათი წლით უფროსი იყო. თუმცა რომაელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და არ ისურვეს იუდეველი დედოფალი, რის გამოც ტიტუსმა გაწყვიტა ბერნიკესთან ურთიერთობა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება