ᲑᲔᲗ-ᲓᲐᲒᲝᲜᲘ
[სახლი დაგონისა]
1. ქალაქი იუდას ტომის ტერიტორიაზე (იეს. 15:21, 41). მართალია, ის მოხსენიებულია შეფელას ქალაქებს შორის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის ფილისტიმელთა დაბლობზე, ხირბეთ-დაჯუნთან მდებარეობდა, რომელიც თანამედროვე ბაით-დაჯანის (ბეთ-დაგანი) სამხრ.-დას.-ით და თელ-ავივ-იაფოს სამხრ.-აღმ.-ით დაახლ. 10 კმ-შია. აღსანიშნავია ისიც, რომ შემდეგ მუხლებში ფილისტიმელთა დაბლობზე მდებარე სხვა ქალაქებიცაა მოხსენიებული (იეს. 15:45—47). გამოდის, რომ ეს დანის ტომის ტერიტორიაზე მდებარე იუდას კუთვნილი ქალაქი იყო ისევე, როგორც გედერა (იეს. 15:36).
ქალაქი აშერის ტომის ტერიტორიაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მის აღმოსავლეთ ნაწილში, ზებულონის საზღვართან ახლოს მდებარეობდა (იეს. 19:24, 27). მისი ადგილმდებარეობა უცნობია.