ᲑᲔᲗ-ᲗᲐᲤᲣᲐᲮᲘ
(ვაშლის [ხის] სახლი). იუდას ტომის კუთვნილი ქალაქი, რომელიც მთიან მხარეში, ხებრონის მახლობლად მდებარეობდა (იეს. 15:20, 48, 53). ზოგის აზრით, ამ ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ერთ-ერთი იუდეველი კაცის საკუთარი სახელიდან, თაფუახიდან (1მტ. 2:42, 43). თუმცა შესაძლებელია, რომ მას სახელი ვაშლის ხეების გამო უწოდეს, რომლებიც იქ ერთ დროს უხვად იყო. მიჩნეულია, რომ ის არის თანამედროვე თაფუ, რომელიც ხებრონის დას. ჩრდ.-დას-ით დაახლ. 6 კმ-ში მდებარეობს.