ენ-თაფუახი
[ვაშლის ხის წყარო]
წყარო ქალაქ თაფუახთან, რომელზეც გადიოდა საზღვარი მენაშესა და ეფრემის ტომების სამემკვიდრო მიწებს შორის (იეს. 17:7). შესაძლოა ამ სახელით თვითონ ქალაქ თაფუახსაც მოიხსენიებდნენ (იეს. 17:8). ზოგი მიიჩნევს, რომ ენ-თაფუახი ის წყაროა, რომელიც ქალაქ იასუფთან მოედინება; ამ ქალაქის სამხრ.-ით დღევანდელი თელ-შაიხ-აბუ-ზარადი (ქალაქ თაფუახის სავარაუდო ადგილმდებარეობა) მდებარეობს.