საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დაბადების დღე“
  • დაბადების დღე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაბადების დღე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • დაბადების დღე
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ყველა წვეულება მოსწონს ღმერთს?
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეს?
    ხშირად დასმული კითხვები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დაბადების დღე“

ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔ

ებრაულად ჲომ ჰულლედეთ (დბ. 40:20), ბერძნულად გენესია (მთ. 14:6; მრ. 6:21).

ბიბლიაში არსებული გენეალოგიური და ქრონოლოგიური ნუსხები მოწმობს, რომ ებრაელები დაბადების თარიღებს აღრიცხავდნენ (რც. 1:2, 3; იეს. 14:10; 2მტ. 31:16, 17). ლევიანების, მღვდლებისა და მეფეების ასაკი ზუსტად აღირიცხებოდა (რც. 4:3; 8:23—25; 2მფ. 11:21; 15:2; 18:2). ამ მხრივ გამონაკლისი არც იესო ყოფილა (ლკ. 2:21, 22, 42; 3:23).

როგორც ბიბლიიდან ჩანს, ბავშვის დაბადებას მშობლები დიდი სიხარულითა და მადლიერებით ხვდებოდნენ, რადგან „შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან, ჯილდოა მუცლის ნაყოფი“ (ფს. 127:3; იერ. 20:15; ლკ. 1:57, 58). თუმცა ბიბლიაში არსად წერია, რომ იეჰოვას ერთგული მსახურები დაბადების დღის აღნიშვნის წარმართულ ჩვეულებას მიჰყვებოდნენ.

ბიბლიაში კონკრეტულად მხოლოდ ორი დაბადების დღეა მოხსენიებული, ერთი — ეგვიპტის ფარაონის (ძვ. წ. მე-18 ს.), ხოლო მეორე — ჰეროდე ანტიპასი (ახ. წ. 1-ლი ს.). ამ ორ დაბადების დღეს შორის მსგავსება დიდია. ორივეზე დიდი ნადიმი გაიმართა და იუბილარებმა წყალობა მოიღეს. თუმცაღა ამ მოვლენებმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთ შემთხვევაში — ფარაონის მცხობელთა უფროსს მოჰკვეთეს თავი, ხოლო მეორე შემთხვევაში — იოანე ნათლისმცემელს (დბ. 40:18—22; 41:13; მთ. 14:6—11; მრ. 6:21—28).

ოსიას 7:5-ში მოხსენიებული „ჩვენი მეფის დღე“ შეიძლება მიუთითებდეს ისრაელის განდგომილი მეფის დაბადების დღეზე, როდესაც მთავრებმა ღვინის სმით „თავი დაიავადმყოფეს“, ან კიდევ მეფის ტახტზე ასვლის იუბილეზე, რომელიც ნადიმით აღინიშნებოდა ხოლმე.

ცნობილია, რომ იობის თითოეული ვაჟი „თავის დღეს“ მართავდა ნადიმს, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ისინი დაბადების დღეებს ზეიმობდნენ (იობ. 1:4). ამ მუხლში დღედ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ჲომ გულისხმობს დროის მონაკვეთს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. რაც შეეხება „დაბადების დღეს“, ის შედგება ორი ებრაული სიტყვისგან ჲომ (დღე) და ჰულლედეთ (დაბადება). „დღესა“ და „დაბადების დღეს“ შორის სხვაობა კარგად ჩანს დაბადების 40:20-ში, სადაც ორივე სიტყვა გვხვდება: „მესამე დღეს [ჲომ] ფარაონმა, თავის დაბადების დღეს [ჲომ ჰულლედეთ], ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს“. როგორც ვხედავთ, დაბადების 40:20-ისგან განსხვავებით იობის 1:4-ში დაბადების დღე არ არის ნაგულისხმევი. იობის შვიდი ვაჟი, სავარაუდოდ, ოჯახურ თავყრილობას აწყობდა ხოლმე (შესაძლოა ეს იყო საგაზაფხულო დღესასწაული ან მოსავლის აღების აღნიშვნა) და ვინაიდან მთელი კვირა დღესასწაულობდნენ, „თითოეული თავის დღეს“ ეპატიჟებოდა ოჯახის წევრებს თავის სახლში.

დაბადების დღეებისადმი დამოკიდებულება ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგაც არ შეცვლილა. იესომ დააწესა არა თავისი დაბადების, არამედ სიკვდილის გახსენების დღის აღნიშვნა, როცა თავის მიმდევრებს მოუწოდა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლკ. 22:19). თუ პირველი ქრისტიანები თავიანთი მხსნელის დაბადების დღეს არ ზეიმობდნენ, თავიანთ დაბადების დღეს ხომ მით უმეტეს არ იზეიმებდნენ. ისტორიკოსი ავგუსტ ნეანდერი წერდა: „დაბადების დღის აღნიშვნის იდეა, მთლიანობაში, უცხო იყო [პირველი] ქრისტიანებისთვის“ (The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries, ავგუსტ ნეანდერი, ინგლისური თარგმანი ჰ. ჯ. როუზისა, ნიუ-იორკი, 1848, გვ. 190). კათოლიკურ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ორიგენე [მე-3 ს-ში მოღვაწე მწერალი] ირწმუნებოდა, რომ საღვთო წერილის წმინდანებიდან თავიანთი დაბადების დღის აღსანიშნავად არავინ მართავდა ნადიმს. ამ ქვეყნად თავიანთი მოვლინების დღეს მხოლოდ ცოდვილები (ფარაონისა და ჰეროდესნაირი) აღნიშნავდნენ დიდი ზარ-ზეიმით“ (The Catholic Encyclopedia, 1913, ტ. X, გვ. 709).

მაშასადამე, წმინდა წერილების თანახმად, დაბადების დღეებს არც ებრაელები ზეიმობდნენ და არც ქრისტიანები. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ ებრაელები „დაბადების დღის აღნიშვნას კერპთაყვანისმცემლობის ნაწილად თვლიდნენ… რადგან მისი აღნიშვნის დროს კერპთაყვანისმცემლური რიტუალები სრულდებოდა იმ დღის მფარველი ღვთაებების პატივსაცემად, რომელ დღესაც იუბილარი იყო დაბადებული“ (Cyclopædia, 1882, ტ. I, გვ. 817).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება