საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მიჯნა“
  • მიჯნა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიჯნა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხაცერ-ჰათიქონი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბოჰანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • საზღვარი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ატაროთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მიჯნა“

მიჯნა

ისრაელის მიერ ქანაანის მიწის დაუფლების შემდეგ თითოეულმა ოჯახმა მიწის გარკვეული ნაწილი მიიღო. ეს მიწები ერთმანეთისგან იყო გამიჯნული. ბიბლიაში დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ მიწას შესაძლოა მიჯნავდნენ ბოძებით, ქვებით ან თხრილით. მიჯნის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა (გევულ) აგრეთვე ნიშნავს საზღვარს და ტერიტორიას (დბ. 10:19). პალესტინაში აღმოჩენილ ზოგიერთ სამიჯნე ნიშანზე გაკეთებული წარწერიდან შეიძლებოდა მფლობელის ვინაობის დადგენა. ეგვიპტესა და შუამდინარეთში ნაპოვნ სამანებსა თუ სხვა მიჯნებზე გაკეთებული წარწერები მაღალ დონეზე იყო შესრულებული. მაგალითად, ნიფურში აღმოაჩინეს წარწერიანი სამანე, რომელიც ნაბუქოდონოსორ I–ს ეკუთვნოდა.

იეჰოვას კანონით იკრძალებოდა მიჯნის გადაწევა (კნ. 19:14; იხ. აგრეთვე იგ. 22:28). დაწყევლილი იყო ყველა, ვინც „თავის მოძმეს მიჯნას“ გადაუწევდა (კნ. 27:17). ვინაიდან მიწის მესაკუთრე ძირითადად მიწის მოსავალზე იყო დამოკიდებული, მიჯნის გადაწევით მას საარსებო წყაროს ნაწილი ერთმეოდა. ძველად ეს ქურდობად ითვლებოდა (იობ. 24:2). თუმცა ზოგიერთი უპატიოსნო ადამიანი მაინც სჩადიოდა ასეთ დანაშაულს. ოსიას დროს იუდას მთავრები მიჯნის გადამწევებთან იყვნენ შედარებული (ოს. 5:10).

იეჰოვას აღელვებს ქვრივებისა და უმამო ბავშვების მდგომარეობა. ამიტომ ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა პატივმოყვარეთა სახლს დაანგრევს, „ქვრივის მიჯნას კი გაამყარებს“ (იგ. 15:25). იგავების 23:10, 11-ში კი ნათქვამია: „ნუ გადასწევ დიდი ხნის წინათ დადგენილ მიჯნას და უმამო ბავშვის ყანაში ნუ შეხვალ, რადგან ძლიერია მისი გამომსყიდველი; ის თავად გამოესარჩლება მას შენ წინაშე“.

სუსაში ნაპოვნი სამიჯნე ქვა, რომელზეც გამოსახულია ბაბილონური ღვთაებები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება