ქონანია
[იეჰოვა განამტკიცებს].
1. ლევიანი, რომელსაც ხიზკიას მმართველობის დროს ებარა ტაძარში მსახურების შესასრულებლად გაღებული შესაწირავები (2მტ. 31:4, 12, 13).
2. ერთ-ერთი ლევიანი მთავარი იმ ხალხს შორის, ვინც გულუხვად შესწირა უამრავი ცხვარი, თხა და ხარი იმ დიდებული პასექის აღსანიშნავად, რომელიც იოშიას მეფობის მე-18 წელს იზეიმეს (2მტ. 35:9, 19).