საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ელიელი“
  • ელიელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ელიელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მახაველი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შიმეი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იშია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ელიაბი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ელიელი“

ელიელი

[ჩემი ღმერთი ღმერთია].

1. მენაშეს ნახევარი ტომის თავკაცთაგან ერთ-ერთი; სხვა თავკაცების მსგავსად ელიელი მამაცი, ძლიერი და სახელოვანი იყო (1მტ. 5:24).

2. ლევიანი კეჰათელთა საგვარეულოდან და წინასწარმეტყველი სამუელის წინაპარი (1მტ. 6:33, 34); სავარაუდოდ, ის არის 1 სამუელის 1:1-ში მოხსენიებული ელიჰუ და 1 მატიანის 6:27-ში მოხსენიებული ელიაბი.

3. ბენიამინისტომელი შიმეის შთამომავალი (1მტ. 8:1, 20, 21).

4. ბენიამინისტომელი შაშაკის შთამომავალი (1მტ. 8:1, 22, 25).

5. მახაველი; დავითის ძლიერი ვაჟკაცი (1მტ. 11:26, 46).

6. დავითის კიდევ ერთი ძლიერი ვაჟკაცი (1მტ. 11:26, 47).

7. გადელი; ერთ-ერთი იმ სწრაფ, მამაც და ძლიერ ვაჟკაცთაგან, რომლებიც მეფე საულისგან შევიწროებული დავითის მხარეს გადავიდნენ. მათზე ნათქვამია, რომ მათგან უმცირესი ას კაცს უტოლდებოდა, უდიდესი კი — ათასს (1მტ. 12:1, 8, 11, 14).

8. ხებრონის ვაჟი; ერთ-ერთი ლევიან თავკაცთაგან, რომლებიც დავითმა იერუსალიმში შეთანხმების კიდობნის გადასატანად აირჩია (1მტ. 15:9, 11, 12).

9. ლევიანი ზედამხედველი, რომელიც ქონანიას ეხმარებოდა. ქონანია მეფე ხიზკიას დროს იეჰოვას სახლში „შესაწირავის, მეათედისა და წმინდა ძღვნის“ მიტანას უძღვებოდა (2მტ. 31:11—13).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება