საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „რჩევა, მრჩეველი“
  • რჩევა, მრჩეველი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რჩევა, მრჩეველი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ყური დაუგდე ბრძენის საუბარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • „ახალისებს გულს“ თქვენი რჩევა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • იღებენ სხვები შენს რჩევებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • რა დაგვეხმარება, ვიყოთ კარგი მრჩევლები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „რჩევა, მრჩეველი“

რჩევა, მრჩეველი

იმ მრავალი ებრაული და არამეული სიტყვიდან, რომლებიც ხშირად რჩევად ითარგმნება, ყველაზე ხშირად გამოიყენება ებრაული არსებითი სახელი ʽეცა და მონათესავე ზმნა ჲაʽაც. მართალია, ʽეცა ხშირ შემთხვევაში რჩევად არის გადმოტანილი, მაგრამ ზოგჯერ ითარგმნება როგორც „გეგმა“ და „განზრახვა“ (ეს. 8:10; 5:19). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში რჩევის აზრს ატარებს სიტყვები ბულე და სიმბულიონ. ბულე აგრეთვე ითარგმნება როგორც „განზრახვა“ (ლკ. 23:51), „ზრახვა“ (სქ. 5:38), „გამოხატული ნება“ (სქ. 13:36) და „გადაწყვეტილება“ (სქ. 27:42).

აქედან გამომდინარე, ბიბლიის ორიგინალში გამოყენებული სიტყვები, რომლებიც ძირითადად „რჩევად“ ითარგმნება, შეიძლება ნიშნავდეს ნებას, განზრახვას, გადაწყვეტილებას, გეგმას, როგორც ეს იეჰოვას შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება“ (ეს. 46:10). როცა უფალი იესო ქრისტე გასასამართლებლად მოვა, ის ცხადს გახდის „გულის ზრახვებს“ ანუ იმას, რასაც ადამიანი გულში გეგმავს, განიზრახავს და წყვეტს (1კრ. 4:5). ეფესოელების 1:11-ში ფრაზა „თავისი ნებისამებრ“ (სიტყვასიტყვით „თავისი ნების რჩევისამებრ“) შეიძლება შემდეგნაირად გავიგოთ: ღვთის განზრახვისამებრ ან გადაწყვეტილებისამებრ ანუ ღვთის გამოხატული ნებისამებრ. მოციქული პავლე ამბობდა, რომ სუფთა იყო ყველას სისხლისგან, რადგან თავი არ დაუზოგავს, რომ ესწავლებინა „ღვთის ყველა განზრახვა“ („ღმრთის მთელი ნება“, სსგ, „ღვთის ყოველი ნება“, კს) ანუ ყოველივე ის, რაც გადარჩენისთვის იყო აუცილებელი (სქ. 20:26, 27).

ბრძენკაცთა რჩევა ძალიან ფასობდა, განსაკუთრებით სამეფო კარზე (იხ. 2სმ. 16:23). სამეფო კარის მრჩევლებს ზოგჯერ ქრთამსაც სთავაზობდნენ, რათა თავიანთი რჩევით სიმართლე გაემრუდებინათ. მრჩევლები, რომლებსაც იუდეველთა მტრები ქირაობდნენ, როგორც ჩანს, მათი მოსყიდული სამეფო კარზე მომსახურე სპარსელი მრჩევლები იყვნენ (ეზრ. 4:5).

აბსოლუტურ ცოდნას ადამიანთაგან არავინ ფლობს. ასე რომ, გონივრული რჩევის გამთვალისწინებელი ბრძენია (იგ. 12:15). ვინც ბრძენი მრჩევლის რჩევას არაფრად აგდებს, როგორც ეს მეფე რობოამის შემთხვევაში მოხდა, უგუნურად იქცევა (1მფ. 12:8).

იეჰოვა ბრძენია ამ სიტყვის სრული გაგებით. მხოლოდ და მხოლოდ მას არ სჭირდება მრჩეველი (ეს. 40:13; რმ. 11:34). მისი ძე „საოცარი მრჩეველი“ ანუ დამრიგებელი და ხელმძღვანელია, რადგან ყოველთვის ითვალისწინებს მამის რჩევებს და ღვთის სულით დადის (ეს. 9:6; 11:2; ინ. 5:19, 30). აქედან გამომდინარე, რჩევას ფასი მაშინ აქვს, თუ ის იეჰოვას სიბრძნეს ირეკლავს. ნებისმიერი რჩევა, რომელიც უზენაესს უპირისპირდება, ფასს კარგავს. ასეთ რჩევას რჩევასაც კი ვერ ვუწოდებთ (იგ. 19:21; 21:30).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება