საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ქუთა“
  • ქუთა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქუთა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ნერგალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სამარიელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გადასახლება [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტყვეობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ქუთა“

ᲥᲣᲗᲐ

ქალაქი, საიდანაც ასურეთის მეფემ ხალხი სამარიის ქალაქებში გადაასახლა მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 740 წელს ისრაელები აყარა თავიანთი მიწიდან. ეს ქალაქი ორი სახელით მოიხსენიება: ქუთა და ქუთი (2მფ. 17:23, 24, 30). ქუთიდან და სხვა ადგილებიდან სამარიაში გადასახლებულთ ღმერთმა სასჯელად ლომები მიუსია, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. ხალხმა ასურეთის მეფეს დახმარება სთხოვა. მეფემ მათ მღვდელი გაუგზავნა, რომელიც ერთ დროს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში მსახურობდა. ვინაიდან თავად ისრაელები დიდი ხნის მანძილზე აღარ ემსახურებოდნენ ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით (1მფ. 13:33, 34; 16:31—33), მღვდელმა ვერ შეძლო, ხალხი იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებად ექცია. სამარიაში ჩასახლებულები კვლავაც თავიანთ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ქუთელებიც თავიანთ ღმერთს, ნერგალს, ეთაყვანებოდნენ. ისინი, სხვა გადასახლებულები და სამარიაში დარჩენილი ისრაელები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ. შედეგად, წარმოიშვა ხალხი, რომლებსაც „სამარიელებს“ უწოდებდნენ. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ამ ხალხს ეწოდებოდათ „ევრაელთა ვიდრემე ენისაებრ ხუთელნი [ქუთელები], ხოლო ელლინთაგან — სამარიტნი [სამარიელები]“ („იუდეველთა სიძველენი“, წ. IX, თ. 14, აბზ. 3). სამარიაში პირველად გადასახლებულთა შორის ქუთელები რაოდენობრივად აღემატებოდნენ სხვა ხალხებს და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გახდა ეს ხალხი ცნობილი ქუთელების სახელით (2მფ. 17:24—41).

ბაბილონის ჩრდ.-აღმ-ით დაახლოებით 50 კმ-ში მდებარე თელ-იბრაჰიმში (იმამ-იბრაჰიმი) ნაპოვნ ფილებზე, რომელზეც ხელშეკრულებებია მოცემული, მოხსენიებულია ქუთუ (ქუთის აქადური სახელწოდება), რის საფუძველზეც გეოგრაფების უმეტესობა თელ-იბრაჰიმს ბიბლიურ ქუთასთან აიგივებს. მოკვლეული არქეოლოგიური მასალა მოწმობს იმაზე, რომ ქუთა თავის დროზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ბაბილონის იმპერიაში და სავარაუდოდ, დიდ ტერიტორიასაც მოიცავდა — დღეს მის ადგილას არსებული მიწაყრილი დაახლოებით 18 მეტრი სიმაღლისაა, მისი გარშემოწერილობა კი 3 კმ-ს აღწევს. ვარაუდობენ, რომ ამ ნანგრევებს შორის ნერგალისთვის მიძღვნილი ტაძრის ნაშთიცაა, რაც თანხმობაშია ბიბლიასთან, საიდანაც ვიგებთ, რომ ქუთელები სწორედ ნერგალს სცემდნენ თაყვანს (2მფ. 17:29, 30).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება