ელიცური
[ჩემი ღმერთი კლდეა]
რეუბენისტომელი შედურის ვაჟი; ის იყო იმ 12 თავკაცს შორის, რომლებიც ისრაელთა ძეების აღრიცხვაში მოსესა და აარონს ეხმარებოდნენ (რც. 1:1—3, 5, 17; 2:10; 10:18). კარვის დადგმის შემდეგ ელიცურმა სხვა თავკაცებთან ერთად ძღვენი მიიტანა საწმინდარში, სამსხვერპლოს მიძღვნის მეოთხე დღეს კი — საკუთარი შესაწირავი (რც. 7:1, 2, 10, 30—35).