საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ელკანა“
  • ელკანა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ელკანა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხანა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ახიმოთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მან იეჰოვას გული გადაუშალა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ელკანა“

ელკანა

[ღმერთმა გააჩინა].

1. ლევიანი; ურჩი კორახის ვაჟი; ის და მისი ძმები, ასირი და აბიასაფი, მამასთან ერთად არ დახოცილან (გმ. 6:24; რც. 26:11). სავარაუდოდ, ის არის 1 მატიანის 6:23-ში მოხსენიებული ელკანა.

2. იმ ოთხი ლევიანი კეჰათელიდან მეორე, რომელთაც ელკანა ერქვათ და წიგნ „მატიანეში“ არიან მოხსენიებულნი. მასზე ნათქვამია, რომ ის იყო ამასაისა და ახიმოთის მამა. თვითონ შესაძლოა იოელის ვაჟი იყო (1მტ. 6:25, 36).

3. ზემოხსენებული ლევიანებიდან მესამე; როგორც ჩანს, ის იყო მახათის ვაჟი (1მტ. 6:26, 35).

4. იეროხამის ვაჟი და წინასწარმეტყველი სამუელის მამა; მას სხვა ვაჟებიცა და ასულებიც ჰყავდა. ელკანა ეფრემის მთიან მხარეში მდებარე რამაში ცხოვრობდა. ამიტომ მას ეფრემელი ეწოდებოდა, თუმცა წარმოშობით ლევიანი იყო (1სმ. 1:1; 1მტ. 6:27, 33, 34). ელკანა ჩვეულებისამებრ ყოველწლიურად მიდიოდა შილოში, „რომ თაყვანი ეცა და მსხვერპლი შეეწირა ლაშქართა ღვთისთვის, იეჰოვასთვის“. მას ჰყავდა ორი ცოლი — ხანა და ფენინა. მიუხედავად იმისა, რომ ხანას შვილი არ უჩნდებოდა, ელკანას უყვარდა იგი და ცდილობდა, ენუგეშებინა. მოგვიანებით, ხანას ლოცვის საპასუხოდ, იეჰოვამ აკურთხა ისინი და მათ სამუელი შეეძინათ. დროთა განმავლობაში მათ კიდევ სამი ვაჟი და ორი ასული ეყოლათ (1სმ. 1:2, 3, 5, 8, 19; 2:21).

5. ბერექიას ლევიანი წინაპარი (1მტ. 9:16).

6. იმ კორახელთაგან ერთ-ერთი, რომლებიც, როგორც ჩანს, ცხოვრობდნენ ბენიამინის ტერიტორიაზე და „მივიდნენ დავითთან ციკლაგში, როცა ის ჯერ კიდევ შევიწროებული იყო საულისგან“ (1მტ. 12:1, 2, 6).

7. კიდობნის მცველთაგან ერთ-ერთი, როცა დავითს ობედ-ედომის სახლიდან კიდობანი იერუსალიმში გადაჰქონდა. შესაძლოა, ის არის იგივე №6 (1მტ. 15:23, 25).

8. მოხელე, რომელიც იუდას მეფე ახაზის შემდეგ მეორე კაცი იყო. ის მოკლა ეფრემელმა ვაჟკაცმა ზიქრიმ, როცა ისრაელის მეფე ფეკახი იუდაში შეიჭრა (2მტ. 28:6, 7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება