ელონი
[შესაძლოა ნიშნავს დიდ ხეს].
1. ხეთელი კაცი; მისმა ასულმა, რომელიც ესავის ცოლი იყო, სიცოცხლე გაუმწარა ისაკსა და რებეკას (დბ. 26:34, 35; 27:46; 28:8; 36:2).
2. ზებულონის სამი ვაჟიდან მეორე; ისიც იაკობის, თავისი პაპის, შინაურებს შორის იყო, რომლებიც იაკობთან ერთად გადავიდნენ ეგვიპტეში საცხოვრებლად. ის აგრეთვე იყო ელონელთა საგვარეულოს მამამთავარი (დბ. 46:14; რც. 26:26).
3. ისრაელის ზებულონელი მსაჯული; ათწლიანი მსაჯულობის შემდეგ ის გარდაიცვალა და დაკრძალეს აიალონში, ზებულონის მიწაზე (მსჯ. 12:11, 12).
4. დანის ტომის ქალაქი, რომელიც მოხსენიებულია ითლასა და თიმნას შორის (იეს. 19:42, 43). ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.