ელთეკე
დანის ტომის ქალაქი (იეს. 19:44), რომელიც საძოვრებიანად კეჰათელ ლევიანებს მიეცათ (იეს. 21:20, 23). ტეილორის პრიზმაზე ვკითხულობთ, თუ როგორ ტრაბახობს მეფე სინახერიბი (ხიზკიას [ძვ. წ. 745—717] თანამედროვე), რომ ელთეკეს ველზე ეგვიპტელთა და ეთიოპთა ჯარების დამარცხების შემდეგ ალყა შემოარტყა ელთეკეს (ასურულად ალთაქუ), დაიკავა ქალაქი და გაანადგურა.
ძველად მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ელთეკე იერუსალიმის დას.-ით, 36 კმ-ში, ხირბეთ-ელ-მუკანას (თელ-მიკნე) ადგილას მდებარეობდა. თუმცა ბოლო დროს წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ის ბიბლიაში მოხსენიებული ეკრონია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ელთეკეს ზუსტი ადგილმდებარეობა დღეისთვის უცნობია, ზოგი ვარაუდობს, რომ ის აშდოდის ჩრდ.-აღმ.-ით 18 კმ-ში, თელ-ეშ-შალაფის (თელ-შალაფი) ადგილას მდებარეობდა.