ელიმა
[ჯადოქარი]
„იუდეველი ჯადოქრის, ცრუწინასწარმეტყველ“ ბარიესოს კიდევ ერთი სახელი, რომელიც მის საქმიანობაზე მიუთითებდა. იგი პირველ საუკუნეში კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა (სქ. 13:6—8). ლუკა სახელ ელიმას თარგმანს გულისხმობდა და არა ბარიესოსი, როცა დაწერა: „ჯადოქარი ... ასე ითარგმნება მისი სახელი“. იმ დროს უჩვეულო არაფერი იყო იმაში, რომ იუდეველი ჯადოქრობით ყოფილიყო დაკავებული ან თუ ბერძნებს შორის ცხოვრობდა, ბერძნული სახელი დაერქვა (სქ. 8:9—11; 19:17—19; იხ. ბარიესო).