საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „პავლუსი“
  • პავლუსი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პავლუსი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბარიესო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • პროკონსული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კვიპროსი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • პაფოსი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „პავლუსი“

პავლუსი

[ლათ-დან, ნიშნავს მცირეს, პატარას]

კვიპროსის პროკონსული მაშინ, როცა პავლე პირველი მისიონერული მოგზაურობისას, დაახლოებით ახ. წ. 47 წელს, კუნძულს ეწვია. ლუკა მართებულად მოიხსენიებს მას პროკონსულად, რადგან იმ დროს კვიპროსი რომის სენატს ექვემდებარებოდა და არა — იმპერატორს (სქ. 13:7, 12). წარსულში კვიპროსი რომის იმპერიის პროვინცია იყო, თუმცა ძვ. წ. 22 წელს ავგუსტუსის ბრძანებით ის სენატს დაექვემდებარა (იხ. პროკონსული).

კუნძულ კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სოლიში აღმოჩენილ წარწერაზე პროკონსულად მოიხსენიება ვინმე პავლუსი. რომის იმპერიის მასშტაბით გაკეთებულმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ტიბრის გამგებელი კეისარ კლავდიუსის დროს ვინმე ლუციუს სერგიუს პავლუსი იყო. თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა, ბიბლიაში მოხსენიებული სერგიუს პავლუსი იყო თუ არა რომელიმე მათგანი (The Annual of the British School at Athens, ლონდონი, 1947, გვ. 201—206).

სერგიუს პავლუსი ცხოვრობდა პაფოსში, კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. ის „ჭკვიანი კაცი“ იყო. მას „ძალიან უნდოდა ღვთის სიტყვის მოსმენა“, რის გამოც ბარნაბა და პავლე დაიბარა. როდესაც ისინი პავლუსს ესაუბრებოდნენ, იუდეველი ჯადოქარი, ელიმა (ბარიესო) „შეეწინააღმდეგა მათ და ცდილობდა პროკონსულისთვის რწმენა დაეკარგვინებინა“. ამ დროს პავლე წმინდა სულით აღივსო და ამ ჯადოქარს, რომელიც სასიხარულო ცნობის წინააღმდეგ ილაშქრებდა, უთხრა, რომ დროებით თვალისჩინი წაერთმეოდა. ეს ასეც მოხდა. ღვთის სულით მომხდარი სასწაულის დანახვაზე პროკონსულმა ირწმუნა. იგი „განცვიფრებული იყო იეჰოვას სწავლებით“ (სქ. 13:6—12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება