საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ენ-დორი“
  • ენ-დორი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ენ-დორი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • კიშონის ხევი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • თაანახი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სისერა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ენ-დორი“

ენ-დორი

[შესაძლოა ნიშნავს თაობის წყაროს]

ვაკე ადგილზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ისაქარის ტომის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ მენაშეს ტომს გადაეცა. ამ ქალაქიდან მათ ქანაანელები ბოლომდე არ განუდევნიათ, თუმცა დაიმონეს ისინი (იეს. 17:11—13). მიიჩნევენ, რომ ენ-დორი თანამედროვე ხირბეთ-საფსაფეა (ხორვათ-ზაფზაფოთი), რომელიც ნაზარეთის სამხრ.-აღმ.-ით დაახლოებით 11 კმ-ში მდებარეობს.

ენ-დორი ფსალმუნის 83:9, 10-შიც მოიხსენიება, სადაც საუბარია იეჰოვას მიერ სისერას დამარცხებაზე. ეს ქალაქი არ არის ნახსენები მსაჯულების მე-4 და მე-5 თავებში, სადაც ეს ბრძოლაა აღწერილი, თუმცა, აშკარაა, რომ ის სულ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული თაბორის მთიდან სამხრ.-ით, საიდანაც ბარაკის ჯარი დაეშვა (მსჯ. 4:6, 12). ისიც აღსანიშნავია, რომ ენ-დორი იმავე მხარეში მდებარეობდა, სადაც თაანახი, მეგიდო და კიშონის ხევი (აქ სისერას ჯარებს ღმერთმა აუბნია თავგზა) (იეს. 17:11; მსჯ. 5:19). აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბრძოლა ენ-დორშიც იქნებოდა გაჩაღებული და ფსალმუნმომღერალს, რომელმაც კარგად უწყოდა როგორც ისტორიული მოვლენები, ისე თავისი მიწის გეოგრაფიული თავისებურებები, ნამდვილად შეეძლო ენ-დორზე ეთქვა, რომ იქ ბევრი გაქცეული ქანაანელი მოკლეს.

ენ-დორი განსაკუთრებით იმით არის ცნობილი, რომ მეფე საული იქ წავიდა „სულების გამომძახებელ ქალთან“ შესახვედრად, რის შემდეგაც ისრაელები ფილისტიმელთა ჯარებმა დაამარცხეს (1სმ. 28:7; 31:1—13).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება