საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კიშონის ხევი“
  • კიშონის ხევი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კიშონის ხევი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბარაკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ალამელექი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კიშონის ხევი“

ᲙᲘᲨᲝᲜᲘᲡ ᲮᲔᲕᲘ

ნაჰრ-ელ-მუკათას (ნაჰალ-კიშონი) სახელით ცნობილი მდინარე. კიშონი სათავეს იღებს თაანახის ახლოს მდებარე გორაკებიდან და იზრეელის ველის ანუ ეზდრაელონის (ემეკ-იზრეელი) გავლით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიედინება. მას შემდეგ, რაც ქარმელის მთასა და გალილეის მთების ქედს შორის არსებულ ვიწრო ხევს გაივლის, აქოს (აკრა) ველის გავლით ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. პირდაპირი მანძილი კიშონის სათავიდან აქოს ყურის შესართავამდე დაახლოებით 37 კმ-ს შეადგენს. კიშონი, რომელიც სათავეში დაახლოებით 6 მეტრია, იზრეელის ველზე გადინებისას თითქმის 3 მეტრით ფართოვდება უშუალოდ მის დასავლეთ ნაწილში. მაქსიმალურ სიგანეს, დაახლოებით 20 მეტრს, კიშონი აღწევს აქოს ველზე. ზაფხულის თვეებში მდინარე ძირითადად დამშრალია გარდა მისი ბოლო 10 კმ-იანი მონაკვეთისა. თუმცაღა, წვიმიანი სეზონების დროს მდინარე დიდდება, გადმოდის ნაპირებიდან და მიაქვს ყველაფერი, რაც გზად ხვდება. შედეგად, ის ველი, რომელზეც კიშონი მოედინება, ჭაობიან ადგილად იქცევა.

ბარაკისა და დებორას დროს კიშონის ხევმა დიდი როლი შეასრულა ისრაელების ხსნაში ქანაანელთა ჩაგვრისგან. ბარაკი და მისი ჯარი თაბორის მთაზე იყვნენ განლაგებულნი, რამაც მოწინააღმდეგე მხარის მეთაური, სისერა, აღძრა, რომ კბილებამდე შეიარაღებული ჯარითა და 900 საომარი ეტლით კიშონისკენ დაძრულიყო (მსჯ. 4:6, 7, 12, 13). ერთი შეხედვით, ისრაელები მარცხისთვის იყვნენ განწირულები. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბარაკმა მიიღო ხელმძღვანელობა, ის 10 000 კაცთან ერთად თაბორის მთიდან დაეშვა მტერთან შესაბმელად. ამ დროს ჩაერია იეჰოვა ღმერთი. „ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას“ (მსჯ. 4:14, 15; 5:20).

იუდეველებში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, რომელიც ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის ნაშრომებშიც აირეკლება, „იმ დროს დიდი ქარიშხალი ამოვარდა, რასაც მოჰყვა თავსხმა წვიმა და სეტყვა; ქარი წვიმას სახეში ასხამდა ქანაანელებს, რის გამოც ისინი კარგად ვეღარ ხედავდნენ და ვერც მშვილდს ისროდნენ და ვერც შურდულს იყენებდნენ“ („იუდეველთა სიძველენი“, V, 205 [v, 4]). კოკისპირულმა წვიმამ მიწა აატალახა, რის გამოც საომარ ეტლებს უჭირდათ გადაადგილება, ცხენები ლაფში ეფლობოდნენ, თავზარდაცემული მტერი კი ბარაკის ჯარს გაურბოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, იეჰოვას დახმარებით „მახვილით განადგურდა სისერას მთელი ჯარი; არავინ გადარჩენილა“ (მსჯ. 4:15, 16; ფს. 83:9, 10). როგორც ჩანს, კიშონის ხევში მოვარდნილმა ნიაღვარმა წალეკა მტერი (მსჯ. 5:21). ცხენის გარეშე დარჩენილი სისერა გაიქცა, მაგრამ ქალის — კენიელი ხებერის ცოლის, იაელის ხელით სამარცხვინო სიკვდილი იგემა (მსჯ. 4:17—21).

მოგვიანებით, ისრაელის მეფე ახაბის მმართველობის დროს, წინასწარმეტყველმა ელიამ ბაალის 450 წინასწარმეტყველი ჩახოცა კიშონის ხევში (1მფ. 18:22, 40).

ფიქრობენ, რომ „მეგოდის წყლებსა“ (მსჯ. 5:19) და „იოკნეამის პირდაპირ მდებარე ხევში“ (იეს. 19:11) იგულისხმება კიშონი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება