ეფაი
[ფრინველი]
იუდას ტომელი ნეტოფათელი კაცი (იერ. 40:8; 1მტ. 2:50—54), რომლის ვაჟებიც ჯარის მეთაურები იყვნენ. ძვ. წ. 607 წელს ისინი ბაბილონში არ გადაუსახლებიათ. ეფაის ვაჟები და ჯარის სხვა მეთაურები თავიანთ მხლებლებთან ერთად მივიდნენ გედალიასთან მიცფაში, სადაც მან დაუფიცა მათ, რომ ხელი მოემართებოდათ (იერ. 40:7—9). ეფაის ვაჟები, როგორც ჩანს, ისმაელმა დახოცა, როცა გედალია მოკლა (იერ. 41:3).