პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები
ებრაული სიტყვა მეზამმერეთ, რომელიც ზოგჯერ „მაშებად“, „დანებად“ (სსგ, ბსგ), „პატრუქის ნამწვის მოსაცილებლებად“ (აქ) ითარგმნება, მომდინარეობს ფუძიდან ზამარ, რაც მოჭრას ნიშნავს. ზოგი თვლის, რომ ამ სიტყვაში იგულისხმება ნამწვის მოსაცილებელი მაკრატლისმაგვარი იარაღი. თუმცაღა, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ეს იარაღები ოქროსგან ან სპილენძისგან იყო დამზადებული და ტაძარში მსახურების დროს გამოიყენებოდა (1მფ. 7:50; 2მფ. 12:13; 25:14; 2მტ. 4:22; იერ. 52:18).