ფორტუნატე
[ლათ-დან, ნიშნავს ბედნიერს, წარმატებულს]
მოწიფული ქრისტიანი კორინთის კრებიდან, რომელმაც სტეფანასსა და აქაიკესთან ერთად პავლე ეფესოში მოინახულა (1კრ. 16:8, 17, 18). შესაძლოა პავლემ ამ კაცებისგან შეიტყო კორინთში არსებული არასახარბიელო ვითარების შესახებ, რაზეც ის თავის წერილში საუბრობს. ისიც დასაშვებია, რომ სწორედ ამ ძმების ხელით გაუგზავნა პავლემ კორინთელებს მათთვის მიწერილი პირველი კანონიკური წერილი (1კრ. 1:11; 5:1; 11:18).