გათ-ჰეფერი
[საწნახელი ჰეფერისა (თხრა)]
ზებულონის ტომის სასაზღვრო ქალაქი (იეს. 19:10, 13) და წინასწარმეტყველ იონას მშობლიური ქალაქი (2მფ. 14:25). მიიჩნევენ, რომ ის მდებარეობდა დღევანდელი ხირბეთ-ეზ-ზურას (თელ-გათ-ჰეფერი) ადგილას, რომელიც გაშენებულია ნაზარეთის ჩრდ. ჩრდ.-აღმ.-ით, დაახლოებით 4 კმ-ში, იონას სამარხის ტრადიციულად მიჩნეული ადგილიდან, მეშჰედიდან (მაშ-ჰადი) ოდნავ დას.-ით. ხირბეთ-ეზ-ზურაში ნიადაგის ზედა ფენების შესწავლა, როგორც ჩანს, ადასტურებს, რომ ქალაქი დასახლებული იყო როგორც იესო ნავეს ძის, ისე იონას დროს.