გებერი [ვაჟკაცი] ერთ-ერთი სოლომონის 12 ზედამხედველიდან, რომელთაც წელიწადში ერთ თვეს სარჩოთი უნდა მოემარაგებინათ მეფე და მისი სასახლე. გებერი ურის ძედ არის მოხსენიებული. შესაძლოა, მისი ვაჟიც ზედამხედველად მსახურობდა (1მფ. 4:7, 13, 19).