გედორი
[ქვის კედელი].
1. ბენიამინისტომელი იეიელის ვაჟი ქალაქ გაბაონიდან; ის იყო მეფე საულის მამის ბიძა (1მტ. 8:29—31; 9:35—39).
2. ფენუელის ვაჟი იუდას ტომიდან; შესაძლოა ეს სახელი ეწოდებოდა ქალაქსაც (1მტ. 4:4).
3. იერედის ვაჟი, რომელიც აგრეთვე იყო იუდას ტომიდან (1მტ. 4:18).
4. ქალაქი იუდას მთიან მხარეში (იეს. 15:48, 58); ის გაიგივებულია ხებრონის ჩრდ-ით დაახლ. 12 კმ-ში მდებარე ხირბეთ-ჯედურთან. შესაძლოა, ის მოხსენიებულია 1 მატიანის 4:18-ში. ვინაიდან ამავე მუხლში მოხსენიებული სოქო და ზანოახი სხვა მუხლებში ქალაქების სახელებია, ზოგი მიიჩნევს, რომ გედორიც ქალაქი უნდა ყოფილიყო, მისი დამფუძნებელი ანუ „მამა“ კი — იერედი.
5. ქალაქი, რომელიც მოხსენიებულია საძოვრების მძებნელ სიმონისტომელთა კონტექსტში (1მტ. 4:24, 39). სეპტუაგინტაში ამ ადგილს გერარი ეწოდება (იხ. გერარი).
6. ადგილი ბენიამინის ტერიტორიაზე (1მტ. 12:1, 2, 7); სავარაუდოდ, დღეს მის ადგილას იერუსალიმის ჩრდ.-დას-ით დაახლ. 16 კმ-ში მდებარეობს ხირბეთ-ელ-გუდაირა.