საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „გეშემი“
  • გეშემი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გეშემი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სანბალატი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „სძლიე ბოროტებას სიკეთით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ხორონელი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „გეშემი“

გეშემი

[შესაძლოა ნიშნავს თავსხმას, შხაპუნა წვიმას]

წარმოშობით არაბი, რომელიც სანბალატსა და ტობიასთან ერთად ხელს უშლიდა ნეემიას იერუსალიმის გალავნის აღდგენაში. თავდაპირველად ისინი დასცინოდნენ ნეემიასა და მის თანამსახურებს (ნემ. 2:19). შემდეგ ნეემიას მოკვლა განიზრახეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ (ნემ. 6:1—4). ბოლოს სანბალატმა ნეემიას წერილი მისწერა, სადაც გეშემის სიტყვებსაც იშველიებდა. ისინი ბრალს სდებდნენ ნეემიასა და სხვა იუდეველებს, თითქოს აჯანყებას და ნეემიას გამეფებას გეგმავდნენ. ამ კაცების მზაკვრული გეგმა, როგორმე ხელი შეეშალათ იერუსალიმის გალავნის აღდგენისთვის, ამჯერადაც ჩაიშალა (ნემ. 6:5—7). ის, რომ ნეემიასთვის მიწერილ წერილში სანბალატს გეშემის სიტყვები მოჰყავს, იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ გეშემი საკმაოდ გავლენიანი კაცი იყო. როგორც ცნობილია, ეგვიპტეში სპარსეთის შეჭრის შემდეგ სპარსეთის სამეფო კარსა და არაბულ ტომებს შორის კარგი ურთიერთობა იყო.

სახელი გაშმი, რომელიც გეშემის დიალექტური ფორმაა, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ძველი დედანის მიწაზე აღმოჩენილ ხელნაწერებშია მოხსენიებული, ხოლო სახელი გეშემი — ეგვიპტეში ნაპოვნ ვერცხლის თასზე გაკეთებულ არამეულ წარწერაში, სადაც ვკითხულობთ: „ის, რაც კედარის მეფემ, კაინუ ბარ გესემმა [გეშემ], ჰან’ილათს [ქალღმერთი] შესწირა“ (Journal of Near Eastern Studies, 1956, ტომი XV, გვ. 2)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება