გიდელი
[განდიდებული].
1. ტაძარში მომსახურე იმ ნეთინიმთა ერთ-ერთი საგვარეულოს წინაპარი, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ ბაბილონის გადასახლებიდან (ეზრ. 2:1, 2, 43, 47; ნემ. 7:49).
2. საგვარეულოს თავკაცი, რომლის შთამომავლებიც იყვნენ „სოლომონის მსახურთა ძეები“ და რომლებიც ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმსა და იუდაში დაბრუნებულთა შორის მოიხსენიებიან (ეზრ. 2:1, 2, 55, 56; ნემ. 7:58).