საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ნეთინიმი“
  • ნეთინიმი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნეთინიმი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ციხა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნეფიშესიმი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აკუბი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ასნა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ნეთინიმი“

ნეთინიმი

[გადაცემულნი]

ნეთინიმები ტაძარში მომსახურე არაებრაელები იყვნენ (1მტ. 9:2; ეზრ. 8:17). ბაბილონში გადასახლებიდან ზერუბაბელთან ერთად უკან დაბრუნებულთა შორის (ძვ. წ. 537) ნეთინიმების 35 საგვარეულოს წარმომადგენლებიც იყვნენ (ეზრ. 2:1, 2, 43—54, 58; ნემ. 7:46—56, 60; აკუბის, ხაგაბის და ასნას ძეებს მხოლოდ ეზრა მოიხსენიებს. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ნეემიამ რამდენიმე საგვარეულო ერთი სახელით მოიხსენია). ძვ. წ. 468 წელს ზოგი ნეთინიმი ბაბილონიდან იერუსალიმში მომავალ ეზრასაც ახლდა თან (ეზრ. 7:1—7). ზოგი ნეთინიმი იერუსალიმის გალავნის აღდგენაშიც მონაწილეობდა (ნემ. 3:26). ისრაელების მსგავსად მათაც დადეს აღთქმა, რომ არ იქორწინებდნენ უცხოტომელებზე (ნემ. 10:28—30).

ნეთინიმების უმეტესობა გაბაონელების შთამომავალი უნდა ყოფილიყო, რომლებიც იესო ნავეს ძემ დააყენა შეშის შემგროვებლებად და წყლის მზიდავებად კრებულისა და იეჰოვას სამსხვერპლოსთვის (იეს. 9:23, 27). სხვა ნეთინიმები კი შესაძლოა მეფე დავითისა და მისი მთავრების მიერ წამოყვანილი ტყვეებისგან წამოსულიყვნენ (ეზრ. 8:20; შდრ. ფს. 68:18). ნეთინიმები, რომლებიც მეუნიმების საგვარეულოდან იყვნენ, შესაძლოა იუდას მეფე უზიას მიერ წამოსხმულ ტყვეთა შთამომავლები ყოფილიყვნენ (2მტ. 26:7; ეზრ. 2:50; ნემ. 7:52), ხოლო ნეფუსიმის (ნეფიშესიმი) ძეები — ისმაელის შთამომავლები ნაფიშის ხაზიდან (დბ. 25:13—15; ეზრ. 2:50; ნემ. 7:52).

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ნეთინიმები სხვადასხვა ქალაქში დასახლდნენ, მათ შორის ოფელში, რომელიც სავარაუდოდ ტაძრის სიახლოვეს მდებარეობდა (ეზრ. 2:70; ნემ. 3:26, 31; 7:73; 11:3, 21). ვინაიდან ისინი ტაძარში მსახურობდნენ, სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ მთლიანად გაათავისუფლა ყველანირი გადასახადის, ხარკისა და საგზაო ბეგარისგან (ეზრ. 7:24).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება